ზიდანი, პერესის ახალი პროექტი
ზინედინ ზიდანი ფლორენტინო პერესის ახალ პროექტად ყალიბდება – ამ შინაარსის სტატიას აქვეყნებს მარკა...
ორ წლიანი სწავლის შემდეგ ზიდანი ამთავრებს სასწავლო კურსს. ის დაეუფლა პროფესიონალური სპორტული კლუბის გენერალური მენეჯერის საქმიანობას, საფრანგეთის ორ ქალაქში: ლიმონჟსა და პარიზში. ამით ზიზუმ მიაღწია კიდევ ერთ მიზანს, რომელიც მან დაუსახა საკუთარ თავს, ის გახდა სპორტული მენეჯერი. სწავლის პერიოდში ის ეუფლებოდა ეკონომიკას, მარკეტინგს და კომუნიკაციებს.
მისი საფეხბურთო გამოცდილების მიუხედავად, ზიდანს სურდა დიპლომით დაედასტურებინა საკუთარი ცოდნა ისეთ სპეციფიკურ ბიზნეს საქმიანობაში, როგორიცაა აგენტებთან კავშირი და კონტრაქტების დადება.
სეზონის დასრულების შემდეგ, იგი გაამხელს საკუთარ სამომავლო გეგმებს. მისი იდეალური საქმიანობის სფერო ალბათ მწვრთნელობაა, მაგრამ ფაქტია, რომ "რეალის" საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზიდანი კიდევ ერთხელ მოხვდა პერესის გეგმებში.
ფრანგი ლეგენდა არის ერთ–ერთი იმ ადამიანთაგანი, ვისაც ფლორენტინო ენდობა. ის ყოველთვის ითვალისწინებდა ზიდანის რჩევებს. მას შემდეგ, რაც მათ დაისახეს საერთო მიზანი, გაეხადათ "მადრიდის რეალი" მსოფლიოში საუკეთესო კლუბი, ისინი ხშირად უზიარებდნენ და ითვალისწინებდნენ ერთმანეთის აზრებს. წინასაარჩევნო პერიოდის დასრულების შემდეგ პერესის მომავლი დამოკიდებული იქნება ფრანგზე.
და ახლა დადგა დრო ვიხილოთ ზიდანი ახალ თანამდებობაზე. მან საკუთარ უდიდეს საფეხბურთო გამოცდილებას დაუმატა ახალი ცოდნა, პროფესიული სპორტული კლუბის ეკონომიკურ და მარკეტინგულ სექტორში.
ასეთ სტატიას ავრცელებს marca.com, სადაც არაა დაკონკრეტებული, რა ფორმით მიიღებს არჩევნებში ზიდანი მონაწილეობას და რა თანამდებობაზე დაინიშნება. ყოველშემთხვევაში ზიდანი რაღაცისთვის მოემზადა და ვნახოთ რა იქნება ეს რაღაც.
წარმატებები ზიზუს...
ლ.ჭ. halamadrid.ge – სთვის!
წყარო: marca.com
- 10 მაი 2013
- 3 100
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.