"რეალი" მზადაა ნეიმარის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გაიღოს
მადრიდის "რეალი" გეგმავს "ბარსელონას" კონკურენცია გაუწიოს ნეიმარისთვის ბრძოლაში.
საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ფლორენტინო პერესმა ბრაზილიაში "სამეფო კლუბის" რამდენიმე წარმომადგენელი გაგზავნა ნეიმარის გადმოსაბირებლად. "რეალი მზადაა გადაიხადოს 120 მილიონი ევრო ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ.
ამ თანხიდან 40 მილიონი ევრო "ბარსელონას" გადაერიცხება, რომელიც ნეიმარს უკვე შეუთანხმდა. ამრიგად "სანტოსი" ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ბრაზილიური კლუბისთვის ძალიან დიდი თანხაა.
- 10 მაი 2013
- 3 242
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.