ბენზემა და ლასი დომენეკმა იხმო
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები ქარიმ ბენზემა და ლასანა დიარა საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა ირლანდიასთან სათამაშოდ გამოიძახა.
საფრანგეთის ნაკრები 14 და 18 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელ პლეი–ოფში შეხვდებიან ირლანდიის ნაკრებს. რაიმონ დომენეკმა ამისთვის ბენზემა და ლასი იხმო. განაცხადი კი შემდეგნაირად გამოიყურება.
მეკარეები: ლორისი ("ლიონი"), მანდანდა ("მარსელი"), კარასო ("ბორდო")
მცველები: გალასი ("არსენალი"), აბიდალი ("ბარსელონა"), ევრა ("მანჩესტერი"), ფანი ("რენი"), სანია ("არსენალი"), სისოკო ("ლიონი"), ესკუდე ("სევილია"), სკილაჩი ("სევილია")
ნახევარმცველები: ლასანა დიარა ("რეალი"), ტულალანი ("ლიონი"), გურკუფი ("ბორდო"), ალიუ დიარა ("ბორდო"), დიაბი ("არსენალი"), მალუდა ("ჩელსი"), მუსა სისოკო ("ტულუზა")
თავდამსხმელები: ანრი ("ბარსელონა"), ანელკა ("ჩელსი"), ბენზემა ("რეალი"), ჟინიაკი ("ტულუზა"), გოვუ ("ლიონი"), რამი ("ნიცა")
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 5 ნოემბერი 2009
- 2 887
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.