ლუკას მილანი ეპატიჟება
მილანის „მილანი“ ლუკა მოდრიჩით დაინტერესდა და მის შესაძენად ყველაფრის გაკეთებას აპირებს. იტალიური კლუბის მესვეურები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავენ, გეგმის ერთ-ერთი მონაწილე კი ხორვატი მოთამაშე გახლავთ...
Della Sport-ზე დაყრდნობით „შავ-წითლებს“ ლუკას შესაძენად 33 მილიონი ევრო აქვთ გამოყოფილი, თავად ფეხბურთელს კი მატერიალურ საკითხებზე ცალკე მოურიგდებიან. ეს თანხა გაცილებით უფრო ნაკლებია იმაზე, რაც ფლორენტინო პერესმა მოდრიჩის სანაცვლოდ ტოტენჰემის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა, აქედან გამომდინარე ესპანელებს შესაძლოა თანხა ეცოტაოთ.
თავად ფეხბურთელს წასვლასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, იგი ყოველთვის აცხადებდა, რომ „ბლანკოსში“ ბედნიერია და ამ გუნდთან ერთად უმაღლესი მწვერვალების დაპყრობას აპირებს.
- 8 მაი 2013
- 1 464
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.