პრესის სიახლენი
გთავაზობთ, ბოლო დღეების ესპანურ პრესაში გავრცელებულ ყველაზე პოპულარულ სიახლეებს.
"რეალმა" "სან სიროზე" 53 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ გაიტანა
ქარიმ ბენზემას გოლი "როსონერის" კარში, ისოტირული აღმოჩნდა.საინტერესოა, რომ სამეფო გუნდს, ბოლოს "ჯუზეპე მეაცაზე" 53 წლის წინ ჰქონდა გოლი გატანილი.1956 წელს აღნიშნული ბურთის გატანა ხოსე იგლესიასმა მოახერხა, თუმცა მაშინ მადრიდელები 1-2 დამარცხდნენ.
რაულმა გასული სამი წლის განმავლობაში, პირველად დაიწყო ზედიზედ ორი თამაში სათადარიგო სკამზე
აღსანიშნავია, რომ "ხეტაფესა" და "მილანის" წინააღმდეგ, მადრიდელთა კაპიტანმა, რაულ გონსალესმა, თამაში სათადარიგო სკამიდან დაიწყო.ასეთ შედეგს კაპიტნის კარიერაში მხოლოდ 2006 წელს ჰქონდა ადგილი.ეს მოხდა მაშინ, როდესაც რაულს მძიმე ტრავმა აწუხებდა, ხოლოდ მისი მოშუშების შემდეგ, მწვრთნელმა ზედიზედ ორ შეხვედრაში ფეხბურთელის სასტარტო შემადგენლობაში დაყენება არ გარისკა.
სტივენ ჯერარდი: "ალონსოს წავსლა, ჩემთვის პირადული ტრაგედია იყო"
ინგლისური "ლივერპულის" ბურჯმა, სტივ ჯი-მ, ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემასთან საუბარში დასძინა, რომ ის ძალიან განიცდის ხაბი ალონსოს გუნდიდან წასვლას: "მე ძალიან განვიცდი მის წასვლას.ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო.ხაბიმ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირით ადრე მიამბო, რომ წასვლას აპირებდა, თუმცა მე არაფერი შემეძლო გამეკეთებინა მის შესაჩერებლად.წარმატებას ვუსურვებ ალონსონს და მადლობას ვუხდი მერსესაიდულ გუნდში გაწეული შრომისათვის."
- 5 ნოემბერი 2009
- 1 867
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.