ფერგიუსონი პენსიაზე გავიდა. იგი შესაძლოა მაურინიომ შეცვალოს
სერ ალექს ფერგიუსონი პენსიაზე გავიდა ! ყველა ავტორიტეტული გამოცემა დღეს ამ სამწუხარო ფაქტს იტყობინება.
გაჩნდა თუ არა ეს ინფორმაცია, ინგლისელმა ჟურნალისტებმა მაშინვე დაიწყეს გენიოსის შემცვლელის ვინაობის დადგენა. ერთ-ერთი მოსაზრებით, შესაძლოა მაურინიომ ჩაიბაროს ''მანჩესტერი''
ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს იგი საბოლოოდ დატოვებს ''მანჩესტერს''. ეს განცხადება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ევი გლეიზერმა, რომელიც გუნდის ერთ-ერთი მფლობელია, განაცხადა, რომ სერ ალექსი კლუბის დირექტორი გახდება.
ჟურნალისტებმა მყისიერად დაიწყეს ფერგის შემცვლელის დადგენა. გაიჟღერა დევიდ მოიესის და ჟოზე მაურინიოს სახელებმა. არავისთვისაა უცნობი, რომ სერ ალექსს არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი იმის შესახებ, რომ მას სურს ''იუნაიტედი'' ჟოზემ ჩაიბაროს, თავისმხრივ, არც პორტუგალიელი ყოფილა გულგრილი მანჩესტერული კლუბის მიმართ.
გადაინაცვლებს თუ არა ჟოზე მოურინიო ''ოლდ ტრაფორდზე'' ამას უახლოეს ხანში შევიტყობთ.
eurosport.com
- 8 მაი 2013
- 2 814
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.