განაცხადს მიღმა

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე, მადრიდის "რეალი" სანტიაგო ბერნაბეუზე "მალაგას" უმასპინძლებს.

ჟოზე მოურინიომ გამოაქვეყნა ფეხბურთელთა 19 კაციანი სია, რომელთა გამოყვანაც მას მინდორზე შეუძლია. განაცხადში ვერ მოხვდა პორტუგალიელი ცენტრალური მცველი, პეპე. ამ ფაქტმა ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

პეპეს არანაირი ტრავმა არ აწუხებს, არც დისკვალიფიცირებულია. იგი უბრალოდ მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მადრიდის "რეალის" თამაშს ტრიბუნებიდან უყურებს.

რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ, მივდივართ მხოლოდ ერთ დასკვნამდე. მოურინიომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პეპემ პორტუგალიელი სპეციალისტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კასილასი სათადარიგოთა სკამზე ჯდომას არ იმსახურებს და იკერის პროფესიონალიზმში დარწმუნებულია.

ასევე პეპეს განაცხადს მიღმა დარჩენა შეიძლება მივაწეროთ შემდეგ ფაქტს: ერთ-ერთ პრეს კონფერენციაზე პეპემ განაცხადა, რომ იგი კასილასისთვის გოლის მიძღვნას აპირებდა, რაც წინა მატჩში არ გამოუვიდა და იგი ამას მომავალში აუცილებლად გააკეთებდა.

ინფორმაციის წყარო: Marca.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)