დელ ბოსკე:"მე და კასილასი მადრიდის შვილები ვართ"
ვისენტე დელ ბოსკემ იკერ კასილასის მდგომარეობას კომენტარი გაუკეთა.
კოლუმბიურ სადგურ W Radio-სთან ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ მცირე კომენტარი ჩაწერა, სადაც ის იკერის მდგომარეობას შეეხო:
"ნამდვილ მადრიდისტას იკერი ძალიან უნდა უყვარდეს. ყველაფერი რაც მადრიდში ითქმება ეს მადრიდისტას ძახილია, და არა ფარსი".
"რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა განცხადება გუშინ გააკეთა, თუმცა ის დღეს, ჟოზე მოურინიოს კომენტარის პარალელურად გამოქვეყნდა.
"იკერი მადრიდის შვილია, ისევე როგორც მე. თუმცა ეს ზოგიერთს არ ესმის,ან არ სურს რომ გაიგოს"- დაამატა მადრიდის ლეგენდამ.
- 8 მაი 2013
- 3 515
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.