მილიტო: "ვიმედოვნებ, რომ მოურინიო და ლეონარდო "ინტერში" დაბრუნდებიან"
მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ განაცხადა, რომ სურს კიდევ ერთხელ იმუშაოს "რეალის" მთავარ მწვრთნელთან, მოურინიოსთან და "პსჟ"-ს სპორტულ დირექტორთან, ლეონარდოსთან ერთად.
"ჩვენ ყველას იმედი გვაქ, რომ მოურინიო დაბრუნდება. ის არის ფანტასტიკური მწვრთნელი, რომელმაც ისტორია შექმნა აქ.
და აუცილებლად, მე მინდა ვიხილო ლეონარდო "ინტერში", რომელიც ძალიან გონიერი პიროვნება და ნამდვილი ლიდერია.
მე არ ვიცი, როგორი იქნება ჩემთვის მომავალი სეზონი. ახლა მე მხოლოდ დაზიანების აღმოფხვრაზე ვფიქრობ. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მინდა დავტოვო "ინტერი", ყველაფერი დამოკიდებული იქნება კლუბზე.
ეს იყო რთული დრო ჩემთვის და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემს მიმართ სიყვარული გამოხატა.
ვწუხვარ, რომ არ არის იმის შესაძლებლობა, რომ "ინტერი" "ევროპა ლიგაზე" გასვლას მოახერხებს" - განაცხადა მილიტომ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, მილიტომ რთული დაზიანება მიიღო მარცხენა მუხლზე. გავრცელებული ინფრმაციის თანახმად, მის სრულად აღდგენას 6-7 თვე დასჭირდება.
წყარო: Sports.ru
- 7 მაი 2013
- 1 295
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.