მილანმა თვალი დიეგო ლოპესს დაადგა
მილანი დიეგო ლოპესს მომავალი წლიდან ნომერ პირველ მეკარედ განიხილავენ და მზად არიან მის სანაცვლოდ სამეფო კლუბს 7 მლნ. ევრო შესთავაზონ.
მიუხედავად იმისა, რომ ბლანკოსმა ის ზამთარში 4 მილიონად შეიძინა, ეს თანხა სავარაუდოდ თეთრებისათვის ძალიან მცირე იქნება. იმ შემთხვევაში, თუ სამეფო კლუბი არ დათანხმდება მილანის შემოთავაზებას, მაშინ იტალიური კლუბი რეალისგან მოისმენს რამდენი სურს მეკარის სანაცვლოდ და შეეცდება ესპანელი გოლკიპერის გადაბირებას.
ეს ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ სამეფო კლუბში ახალი მწვრთნელი მოვა, რადგან მოურინიოს წასვლისთანავე იკერი დაიბრუნებს კუთვნილ ადგილს მადრიდის რეალში.
ინფორმაციის წყარო: marca.com
- 6 მაი 2013
- 1 629
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.