მოურინიო მოურინიოს წინააღმდეგ

მოურინიო საკუთარი თავის მტერია. მან დაუშვა რამდენიმე ძალიან დიდი შეცდომა, იგი დღემდე ვერ ხვდება, რომ მადრიდის „რეალი“ არაა არც „პორტუ“, არც „ჩელსი“ და არც „ინტერი“. არ ვადარებთ ამ გუნდების ისტორიას, ან ტიტულებს, ან ფანებს, ან გერბს, რომელიც მაისურს ახატია.


იგი საკუთარ თავს იწვევს, როდესაც ამბობს, რომ არავის შეუძლია მას დასცინოს... და? ამას ამბობს მას შემდეგ, რაც კასილიასს - ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ კაპიტანს, 4 წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს, უკვე მეორედ სრულ იგნორში აყენებს. მაგრამ „რეალი“ ხომ მხოლოდ კასილიასი არაა... ავიღოთ კრიშტიანუ რონალდუ ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში და ამას დავუმატოთ მადრიდელთა მთელი რაზმი, რომელთაგან ყველა თავის საქმის პროფესიონალია. პორტუგალიელ მწვრთნელს ამ შემადგენლობით უბრალოდ უნდა გაებრწყინა, მას ყოველი ფეხბურთელი რაციონალურად უნდა გამოეყენებინა, ახლა კი... ვერ უშველის ვერც მსაჯები, ვერც „FIFA“ ან „UEFA“ და უკვე ვეღარც „Unicef“.

ის ჟოზე მოურინიოა. განსაკუთრებული.

როგორ შეიძლება ვინმე სცემდეს მას პატივს მას შემდეგ, რაც იგი „FIFA Ballon D'Or-ის“ დაჯილდოვებაზე დაამარცხა ვისენტე დელ ბოსკემ, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთ თვეს მუშაობს თავის ფეხბურთელებთან. გაიხსენეთ დელ ბოსკემ მოაგებინა „რეალს“ 2 ჩემპიონთა ლიგის ტიტული, 2 ლიგის ტიტული, ესპანეთის თასი სუპერ თასი და ინტერნაციონალური თასი... და ეს ყველაფერი მხოლოდ 4 წელიწადში.

იმ ხნის განმავლობაში, რაც ჟოზე ბატონოს „რეალში“ თეთრებმა ვერც ერთი ევროპული საკლუბო ტურნირი ვერ მოიგეს! და ამ ყველაფრის მერე ეს კაცი კიდევ უნდა ედგეს სათავეში „გალაქტიკოსს?“


წყარო : Marca.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)