კრისტიანო რონალდოს ტრავმა გაურთულდა
გუშინ კრისტიანო რონალდო, თავისი აგენტი და "რეალის" მთავარი ექიმი ჩაფრინდნენ ამსტერდამში ექიმ ვან ჰაიტის კლინიკაში, სადაც რონალდო უკვე იმყოფებოდა 2008 წლის ზაფხულში.
შემოწმების შემდეგ ექიმებმა არასასიამოვნო ვერდიქტი გამოიტანეს – ტრავმის გართულება. ფეხბურთელმა უნდა გამოტოვოს 1–დან 3 თვემდე. საბოლოო ვერდიქტი დღეს საღამოს ან ხვალ იქნება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ რონალდომ ტრავმა "მარსელთან" მატჩში მიიღო და შემდეგ პორტუგალიის ნაკრეში გაირთულა.
ვუსურვოთ კრისტიანოს მალე გამოჯანმრთელება!!!
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 5 ნოემბერი 2009
- 3 749
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.