რაულის პრეს–კონფერენცია

რაული როგორც ყოველთვის ოპტიმისტურადაა განწყობილი და დარწმუნებულია გამარჯვებაში.

თქვენ უკვე ორი შეხვედრაა არ დაგიწყიათ თამაში ძირითად შემადგენლობაში. როგორ ფიქრობთ დერბიში მიიღებთ მონაწილეობას?

არ ვიცი. ყველაფერს მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. შანსი რა თქმა უნდა მაქვს, რომ ვითამაშო ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ არ მიყვარს წინასწარ რაიმეზე საუბარი, გუნდი კარგად არის მომზადებული და იმედი მაქვს გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება.

ხომ, არ იცით რატომ დარჩით თამაშგარე მდგომარეობაში, ამ ბოლო 2 შეხვედრაში?

ამის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია, იმიტომ, რომ არ ვიცი... ნებისმიერი ფეხბურთელი ცდილობს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას, იქ გარანტირებული ადგილი არავის არ აქვს. ბევრს ჰგონია, რომ მე დაჯავშნული მაქვს ადგილი, მაგრამ ეს ასე არაა. რაულიც ჩვეულებირვი ადამიანი და ფეხბურთელია, როგორც ყველა. მეც შეიძლება ვერ მოვხვდე ძირითადში, მაგრამ ეს ტრაგედია არაა, მთავარია გუნდმა კარგი შედეგები აჩვენოს.

არაპროგნოზირებადი თამაში იქნება?

ძალიან რთული შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს კალდერონზე, მაგრამ გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. იმედი მაქვს კარგი მატჩი შედგება. "ატლეტიკოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს, მათ თამაში არ გამოსდიოდათ, მაგრამ "ჩელსისთან" ჩატარებულმა მატჩმა ყველა, ყველაფერში დაარწმუნა, თუ რა შეუძლია კერძო თამაშზე ყურადღების გადატანას.

რას ფიქრობთ გუტის სიტუაციაზე?

გუტი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია სამეფო კლბისათვის. იგი უკვე ვარჯიშობს და იმედია მალე დაგვიბრუნდება.

კლუბი შეტევაში როგორ გამოიყურება?

ვფიქრობ, რომ ჯერ არაფერი დაგვიმტკიცებია, ერთი ან ორი შეხვედრის კარგად ჩატარება, წარმატებით თამაშს არ ნიშნავს, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯი ნამდვილად არის. ჯერ–ჯერობით შემიჩნევა გუნდის უკეთესი შეთამაშება, მთავარი სწორედ ესაა, წარმატებულ ფეხბურთზე კი ცოტა ხნის შემდგომ ვისაუბროთ.

რაულის პრეს–კონფერენცია

დიდი დანაკლისი იქნება, თუ გამოტოვეთ დერბი...

ყველა ფეხბურთელი ვერ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში. დრო და დრო უნდა ისწავლოს გუნდმა ჩემს გარეშე თამაშიც... ნებისმიერი ჩემი თანაგუნდელი ბოლომდე იხარჯება და ყველა იმსახურებს თამაშს, მაგრამ ყველაფერს მწვრთნელი გადაწყვეტს.

რა იცით რონალდოზე?

ის ისევ პაციენტია და ლაზარეთში იმყოფება... ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ასეა, აუცილებლად უნდა შევეგუოთ უიმისობას და ვისწავლოთ გუნდური თამაში. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დაგვიბრუნდება რონი.

დაივიწყეთ "ალკორკონთან" მატჩი?

ეს საშინელი შეხვედრა არასოდეს დამავიწყდება... იმედია მომავალ შეხვედრაში ყველაფერი გამოსწორდება და გამოვისყიდით ამ სირცხვილს.

ეს მარცხი შეიძლება კარგიც იყოს თქვენთვის...

ასეთი მარცხის შემდგომ გუნდი უფრო მოტივირებული ხდება... მწვრთნელი ფიქრდება დაშვებულ შეცდომებზე და მაქსიმუმს აკეთებს მათ აღმოსაფხვრელად, ეს დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს წარუმატებლობას.
რაულის პრეს–კონფერენცია

"ატლეტიკოს" ათი წელია არ მოუგია თქვენთვის, ეს ფსიქოლოგიური მომენტია?

ეს მათი პრობლემაა. ძალიან სასიამოვნოა ასეთი სტატისტიკა, მაგრამ ვერაფერს შეცვლის წარსული, მთავარი მომავალია. ყველაფრიდან გამომდინარე ზუსტად ვიცი, რომ დიდი მატჩი შედგება.

რას ფიქრობთ "ბარსელონას" ბოლო თამაშებზე?

ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენსას გავაკეთებთ, სხვამ თავისაზე იფიქროს.

როგორ ფიქრობთ, "რეალმა" იპოვა თავისი სტილი?

რაღაც ამდაგვარი შეიმჩნევა, რაც ძალიან კარგია. პელეგრინი ყველაფერს აკეთებს წარმატების მიღწევისათვის და მთავარი სწორედ ესაა. მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი ჩემს მწვრთნელში.


ავტორი: Kevlisha

  • kevlisha
  • 5 ნოემბერი 2009
  • 2 108
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)