მოურინიო მადრიდს შორდება

მადრიდის „რეალის“ მეათე თასს კიდევ მოუწევს ლოდინი, ისევე როგორც მოურინიოს მესამეს.

მომავალ სეზონში ისინი კვლავ განაგრძობენ თასისთვის ბრძოლას, მაგრამ დიდი ვარაუდით ცალ-ცალკე. „მადრიდის რეალმა“ ჟოზე მოურინიოს თავკაცობით ზედიზედ მესამე ნახევარფინალში ითამაშა, თუმცა თავის მეცამეტე ფინალს ვერა და ვერ მიაღწია. „ბარსელონა“, „ბავარია“ და „დორტმუნდის ბორუსია“ არიან გუნდები, რომლებმაც კარებთან შეაჩერეს ის. ამ ყველაფრის მერე მოურინიომ ნათლად მიანიშნა, რომ ამ ზაფხულს ის კლუბს დატოვებს.
მის სიტყვებს უყურადღებოდ არ ჩაუვლია. ესპნეთში ბევრისთვის ახლა ამის დრო და ადგილი არ იყო. მოურინიოს კრიტიკოსებისათვის კი, რომელთა რიცხვიც დღითიდღე იზრდებაა, ეს მისი ეგოს მორიგი გამოვლენა იყო. თუნდაც ის, რომ ის საუბრობდა მესამე თასზე და არა მეათეზე, „მე-ზე“ და არა „ჩვენ-ზე“. მოურინიოსთვის მის სიტყვებზე რეაქცია, იყო მორიგი დადასტურება იმისა, რომ : „აქ ზოგს ვძულვარ“, „ ბევრი თქვენგანი ამ ოთახშია“.
რა თქმა უნდა, ის მართალი იყო. ზოგიერთს ის ნამდვილად სძულს. ამ დროის განმავლობაში მისკენ მიმართული ზოგი კამაპანია მცდარი და სასაცილოც კი იყო, თუმცა უმეტესობა სამართლიანი.

„ცინიზმი“-ის გმობს მას, მაშინ როცა თავისი საქციელითა და სიტყვებით ხაზს უსვამს თავის ცინიკურ პიროვნებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში მოურინიოს პრეტენზიები სამართლიანი არ არის. „რეალში“ არც ერთ მწვრთნელს არ ჰქონია ასეთი დახვედრა როგორც მოურინიოს. მადრიდში ჩასვლისთანავე ის მიღებული იყო, მისი დატოვებისას მას სხვა კარგი შეთავაზებები ექნება.

მოურინიო თამაშამდე ჩვეულებრივ აღნიშნავს ხოლმე, რომ გამარჯვებით გუნდი იმარჯვებს, ხოლო დამარცხებით თავად მარცხდება. სინამდვილეში ის საპირისპიროდ მოქმედებს. მისი სიტყვები „მე გამარჯვება-ზეა“ ორიენტირებული. როცა ის არ იგებს, მაშინ მიზეზს საკუთარ თავში კი არა, შეთქმულებებში, არბიტრებში, ფეხბურთელთა უიღბლობებში ხედავს. საბოლოოდ გასახდელში არსებული მდგომარეობა გარკვეულწილად იძაბება, რადგან ერთეული ფეხბურთელები გრძნობენ, რომ მარცხის დროს პასუხისმგებლობა გუნდზე თანაბრად არ ნაწილდება.

მადრიდის გულშემატკივრები ორ ნაწილად არიან გაყოფილნი.მათი ნაწილი მოურინიოისტა უფროა ვიდრე მადრიდისტა. კამათობენ და იცავენ ჟოზეს იმიტომ, რომ ისინი ხედავენ იმას, რასაც ვერ ხედავენ სხვები, იმიტომ, რომ ის „ ის“ არის ვინც მადრიდს სჭირდება. იმიტომ რომ, მათთვის მადრიდი მუდმივად კონკურენტუნარიანი, გამარჯვებისკენ მსწრაფი კლუბია. ასეთი ფანები ჩვეულებრივ შემდეგ კითხვას სვამენ: მოუს მერე რა? ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ საფეხბურთო ბილიკი ჟოზეს იქ მიიყვანს, სადაც ის მადრიდიზმისთვის ჭკუის სასწავლებლად დაბრუნებას შესძლებს.

მისი ურთიერთობა სერხიო რამოსთან და იკერ კასილასთან ზოგის მხრიდან გამართლებული, ზოგი მხრიდან კი გაუგონარი ამბავია. ჟოზე აქ ახალ ტერმინს იგონებს-ფსევდო მადრიდისტები. პრაქტიკაში ფსევდო მადრიდისტა ის არის ვინც მას არ ეთანხმება. თუნდაც ის წლების განმავლობაში მადრიდში თამაშობდეს ან დაბადებიდან რეალის გულშემატკივარი იყოს-მაგალითისთვის- დელ ბოსკე.

სამშაბათს საღამოს მოურინიოს ოპონენტებმა მისი ძალა კიდევ ერთხელ მოისმინეს. ის საუბრობდა მადრიდზე და უკანასკნელ სამ ნახევარფინალზე, მაშინ როცა წინა წლებში „რეალი“ წარუმატებლად ასპარეზობდა. „თითქმის არც მადრიდისთვის და არ ჩემთვის საკმარისი არ არის.“ გნაცხადა ჟოზემ. კითხვაზე აპირებდა თუ არა იგი კლუბის დატოვებას, მან უპასუხა: „ჩემი მომავალი მნიშვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანი მადრიდია“. ცოტა ხანში სიტუაცია შეიცვალა.

EL País-მა , მოურინიოს ერთ-ერთმა ყველაზე მწვავე კრიტიკოსმა დაწერა:მოურინიო ხვდება ამს თუ არა, ფანები იმედგაცრუებულნი არიან, რადგან ნახევარ-ფინალი საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ არის ეს კლუბი განსაკუთრებული. არავინაა მადრიდზე განსაკუთრებული. მეათე ყოველთვის მესამეზე მნიშვნელოვანი იქნება.
AS-ის გარეკანზე მადრიდის რეალის ცრემლმორეული კაპიტნები ერთმანეთს ეხუტებიან, ქვემოთ კი მოურინიოს პატარა სურათია სათაურით: მოურინიო და მისი გარემო.


ტომას რონსერომ, მადრიდიზმის ხმამ, შემდეგი დაწერა:
„მოუ, რატომ? მე ვნახე მტირალი რამოსი, რომელიც კასილასს ეხუტებოდა და ეს იყო მომენტი როცა მივხვდი რომ მადრიდი უსასრულოა. აი რატომ მეტკინა გული, როდესაც მოურინიომ, რომელმაც ასეთი დარტყმა მიიღო განაცხადა, რომ მან შესაძლოა დატოვოს მადრიდი. მაშინ რატომ აწერდა ხელს კონტრაქტს 2016-მდე? ის სიყვარულის ნაკლებობაზე საუბრობდა. სამ წელიწადში მან ვერ მოახერხა შეეგრძნო „მადრიდის რეალის“ სიდიადე.მეც ვისურვებდი ვყოფილიყავი ისეთ ადგილას სადაც სრულებით ვეყვარებოდი. „

სიდ ლოუ, Te Guardian
ავტორი: Soney

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)