ხელშეუხებელი 11 მოთამაშე
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ გამოკვეთა 11 ფეხბურთელი, რომელიც გუნდში დარჩება. ესენი არიან: იკერ კასილასი, დიეგო ლოპესი, მარსელო, რამოსი, ვარანი, ხაბი ალონსო, ხედირა, მოდრიჩი, ოზილი, რონალდო და ბენზემა. დანარჩენი მადრიდელები კი ნებისმიერი კლუბისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
კლუბში შეირჩა ის ფეხბურთელები, რომლებიც ყველაზე კარგად არიან შეწყობილი ერთმანეთთან და რომელთა იმედიც მადრიდის "რეალს" აქვს. დანარჩენები კი სასურველი შემოთავაზების შემთხვევაში გუნდს დატოვებენ.
დიეგო ლოპესმა დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის მეკარეა და იგი სამეფო კლუბში რჩება (აღარაფერს ვამბობთ კასილასზე, იგი "რეალის" ცოცხალი ლეგენდაა). რამოსმა და ვარანმა დაცვის ცენტრი იმდენად გაამტკიცეს, რომ ამ დუეტის დაშლა წარმოუდგენელი იქნება. იგივეს ვიტყოდი, ხაბი ალონსოსა და სამი ხედირაზე, მათ დიდებულად შეუძლიათ შეტევის მოგერიება და კონტრიერიშის წამოწყება.
ოზილი და მოდრიჩი - მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი შემტევი ნახევარმცველები. მათ მიმდინარე სეზონში ძალიან ბევრჯერ იხსნეს საკუთარი გუნდი მარცხისგან. კრიშტიანო რონალდო კი დღეს დღეისობით ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და რა თქმა უნდა მას სამეფო კლუბი ვერ შეელევა. კარიმ ბენზემამ კი რამოდენიმე დღის წინ დაამტკიცა, რომ გადამწყვეტ მომენტში თამაშის საკუთარ თავზე აღება შეუძლია და ისიც დარჩება მადრიდის "რეალში".
- 3 მაი 2013
- 4 234
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.