სიტი, იუნაიტედი და პსჟ დი მარიასთვის იბრძვიან

უკვე გადაწყვეტილია, რომ ანხელ დი მარია სეზონის ბოლოს მადრიდის "რეალს" დატოვებს. არგენტინელი ფეხბურთელის შეძენას "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პსჟ" ცდილობენ.

"იუნაიტედი" და "პსჟ" უკვე დიდი ხანია აკვირდებიან დი მარიას. სამეფო კლუბი კი საუკეთესო შეთავაზებას ელოდება. პარიზელების აზრით ანხელი მათი უმნიშვნელოვანესი სამიზნეა და მის დათმობას არ აპირებენ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დი მარია სერ ალექს ფერგიუსონის "ძველი დაკვირვების საგანია". სანამ არგენტინელი ნახევარმცველი სამეფო კლუბთან გააფორმებდა კონტრაქტს, მასთან წითელი ეშმაკების ხელმძღვანელობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა დი მარიამ "ბლანკოსში" გადაბარგება გადაწყვიტა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მადრიდელთა 22 ნომრის შეძენას "მანჩესტერ სიტიც" ეცდება. მიმდინარე სეზონში ასპარეზობა ძალიან გაუჭირდათ "ლურჯებს". მათ დათმეს ჩემპიონის ტიტული და კრახი განიცადეს ჩემპიონთა ლიგაზეც (შეგახსენებთ, რომ სიტი ჯგუფში ჩარჩა). მაჩესტერელთა ხელმძღვანელობას შემადგენლობის გაძლიერება აქვთ განზრახული და დი მარიას შესაძენად ბრძოლაში ჩაერთნენ.

ინფორმაციის წყარო: Marca.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)