რელანო: ”გადარჩენა” რვა წუთში”
ალფრედო რელანოს აზრი ”მადრიდის რეალზე”.
Adiós, adiós, adiós. მომავალ შეხვედრამდე ჩემპიონთა ლიგავ. მაგრამ მაინც, ყველაფერი პირველმა შეხვედრამ გადაწყვიტა. სწორედ იმ თამაშში დაკარგა ”მადრიდის რეალმა” ფინალში ადგილი. ორი დღის წინანდელ შეხვედრაში ”თეთრები” პირველი 15 და ბოლო 10 წუთის მანძილზე დომინირებდნენ. პირველ 15 წუთში მათ ვერ შეძლეს გოლის გატანა, მაგრამ ბევრი შანსი ქონდათ. ფინალი მადრიდელებს ხელიდან იგუაინის, იოზილის და რონალდუს მომენტების გამოუყენლობის დროს გაექცათ ხელიდან. სწორედ ამ მომენტების შემდეგ, გუნდი დადგა. ”დორტმნდმა” აღადგინა წონასწორობა თამაშში. ყველაფერი გაჩერდა.
და ეს გრძელდებოდა გადამწყვეტ ფრამენტამდე, მატჩის ბოლო რვა წუთამდე. ეს იყო მაშინ, როცა ”დორტმუნდი” აკეთებდა ყველაფერს ისე, როგორც მათ მოსწონდათ, ელოდებოდნენ რა ფინალში გასვლას და ”უემბლიზე” გასამართი შეხვედრისთვის მომზადებას, როცა ”მადრიდის რეალმა” წამოიწყო კარგი და სამაგალითო შეტევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კაკამ, იოზილმა და ბენზემამ, რომელმაც ბურთი მეტოქის კარში მოათავსა. ეს იყო 81-ე წუთზე. და სწორედ მაშინ გათავისუფლდა სიგიჟე. ”დორტმუნდელების” თამაში გაფუჭდა და ”მადრიდის რეალი” მთელი ძალებით წავიდა წინ ბევრი გოლის საძებნელად. მეორე გოლმა არ დააყოვმა: ახლო მანძილიდან მეტოქის კარში ბურთი მოათავსა სერხიო რამსმა; ”ბერნაბეუ” ამ დროს ნამდვილ ქარიშხალს გავდა.
” ”ბერნაბეუ” - ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე” - განაცხადა ვალდანომ რადიოში. ეს სიმართლეა. როცა ჩანდა, რომ ”მადრიდის რეალისთვის” ყველაფერი მორჩა, მათ კვლავ ყავდათ გვერდში ”ბერნაბეუ”. მხოლოდ ერთი გოლი გახდა საჭირო ქარიშხლის დასაწყებად, რომელმაც ”დორტმუნდის ბორუსია”-ს ორიენტაცია აურია, რომელმაც მეორე გოლის გატანას დაუდო საწყისი და სასწაულის ფიქრის საშუალება მოგვცა. ეს სიმართლეა, რომელიც მე დავინახე ამ მატჩი და ეს ასევე საწუხაროა: სისტემებზე, მეთოდებზე, დოქტრინებზე უფრო მეტი არის მარადიული მოძრავი ძალა მოედნის თითოეულ მონაკვეთზე. ეს ცუდია, რომ ორი დღის წინ , მან საკმაოდ გვიან გაიღვიძა. შეიძლება იმიტომ, რომ თვით ”მადრიდის რეალს” , თვით კლუბსაც არ სჯეროდა მისი და ეს ნათელი იყო.”
- 2 მაი 2013
- 3 614
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.