კოლერი : „დორტმუნდი რეალისთვის ყოველთვის სირთულე იყო“
ჩეხმა ფორვარდმა იან კოლერმა, ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მადრიდის „რეალისთვის“ დორტმუნდის ბორუსია ყოველთვის პრობლემური გუნდი იყო და ესპანელები ვერასდროს ახერხებდნენ ბორუსიელთა გვარიანად ძლევას...
„მახსოვს ის დაპირისპირება როდესაც პორტილიომ გაგვიტანა, ეს ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი დიდი ტკივილი იყო, მაშინ თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა და ჩვენ წარმატებას ხელს არაფერი უშლიდა, მაგრამ ვისენტე დელ ბოსკემ მოედანზე ხავიერი შემოუშვა და მან უმალვე შეძლო ჩვენი კარის აღება.“
„გერმენელები რეალის წინააღმდეგ ყოველთვის ძალიან კარგად თამაშობდნენ, წლევანდელ სეზონში დორტმუნდმა რეალი ჯგუფურ ეტაპზეც დაამარცხა და ½ ფინალშიც, აქედან გამომდინარე საუბრები იმის შესახებ, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდი დორტმუნდთან ფავორიტი გახლდათ, სრული აფსურდი იყო, შედეგი ყველამ კარგად ვნახეთ.“
- 2 მაი 2013
- 1 269
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.