ტაქტიკურად გაუმართავი . . .
ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ პირადი აზრი სამეფო კლუბში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. მიმოვიხილავ ზოგადად სიტუაციას, მიზნებს და ფეხბურთელთა დამოკიდებულებას...
ბოლოს და ბოლოს ყველა მადრიდელმა უკვე კარგად გააცნობიერა, რომ სამეფო კლუბს რაღაც აკლია, მაგრამ რა? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ფაქტია, გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერაფრის დიდებით ვერ ახერხებს. მადრიდში თამაშობენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, ბოლომდე მომყოლი და მხურვალე მხარდაჭერით გამორჩეული გულშემატკივრები, ბრწყინვალე სტადიონი , შესანიშნავი სავარჯიშო ბაზა და ყველაფერი იმისათვის, რომ „ბლანკოსმა“ თავი კომფორტულად იგრძნოს და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებაზე გახდეს მაქსიმალურად კონცენტრირებული. ფაქტია, დედაქალაქელებმა ეს სეზონიც ჩააგდეს, მიუხედავად იმისა, რომ კატალონიის ბარსელონასთან მათ ნამდვილად მიაღწიეს წარმატებას, ლა ლიგის მფლობელი სწორედ „ბლაუგრანა“ ხდება, 2-3 წლის შემდეგ კი ყველას ეცოდინება, რომ 2012-2013 წლის სეზონი ბარსამ მოიგო, ხოლო რეალის გამარჯვებები მათთან მეორე ხარისხოვანი იქნება, მთავარი ამ შემთხვევაში რაღა თქმა უნდა ტიტული იქნება. ფაქტია, ჟოზე მოურინიოს გუნდს მხოლოდ სამეფო თასის მოგების იმედი შეიძლება ჰქონდეს, რომელიც რანგით ყველაზე დაბალია და ოდნავადაც ვერ მიუახლოვდება პრიმერა დივიზიონის ან ჩემპიონთა ლიგის თასს.
აშკარად საქმე რაღაცაშია, რასაც ვერც ფლორენტინო პერესმა და ვერც მადრიდელთა მრავალმა მწვრთნელმა ვერ გასცა პასუხი, მაგრამ იქნებ საქმე იმაშია, რომ გუნდს სერიოზული „დაყენება“ და ყველა ფეხბურთელს საკუთარ პოზიციაში თამაში სჭირდება. გავიხსენებ ბოსკეს სიტყვებს : „მადრიდის რეალი ყველა მატჩში უნდა ფლობდეს ინიციატივას“ - ეს სიტყვები ლეგენდარულმა ესპანელმა მწვრთნელმა მრავალი წლის წინ თქვა, როდესაც თეთრები მართლაც ბრწყინავდნენ. რა ხდება ახლა? პორტუგალიელი სპეციალისტის ხელში სამეფო კლუბი ინიციატივას, მხოლოდ მალაგასთან, მალიორკასთან, სარაგოსასთან და მსგავსი ტიპის დაბალი დონის გუნდებთან ფლობს, ეს კი ნამდვილად არ არის საკმარისი. არცერთ შეხვედრაში, რომელსაც „ბლანკოსი“ მართავს, „რეალი“ არ გამოირჩევა ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლის მკვეთრი უპირატესობით, ეს კი მადრიდელთათვის დამღუპველია, რადგან მუდმივად კონტრშეტევაზე თამაშით სამეფო კლუბი წარმატებას ვერ მიაღწევს. ფაქტია მადრიდელებს არ აქვთ საკუთარი თამაშის სტილი, კონტრშეტევაზე მატჩის აგება, მუდმივად წარმატების მომტანი ნამდვილად ვერ იქნება, ვფიქრობ სწორედ ეს არის წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი, რომ თეთრებს არ აქვთ საკუთარი ხელწერა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ კონტრშეტევა სტილი არ არის. ავიღოთ მიუნხენის ბაიერნი, ბარსელონა და თუნდაც დორტმუნდის ბორუსია, ამ გუნდებს ნამდვილად აქვთ საკუთარი სტილი, ხელწერა, რომელსაც არასდროს ღალატობენ. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელები ნამდვილად არ არიან სახარბიელო ფორმაში, მათ აქვთ საკუთარი თამაშის მანერა, თავიანთი ტაქტიკა და სტილი, რომელიც გუნდს ახასიათებს, მათი თამაშის კრედო არ არის მეტოქის შეტყუება და ამის შემდეგ კონტრ შეტევით წარმატების მიღწევა და ეს რა თქმა უნდა გამართლებულია, რადგან ყველა გუნდს კონტრ შეტევით ვერ დაამარცხებ, ეს 2x2=4-ია. აუცილებელია გქონდეს დასახული გეგმები, რომელსაც ბურთის ფლობით, გააზრებული შეტევებითა და ტაქტიკურად სწორი თამაშით შეასრულებ.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მადრიდის „რეალს“ აქვს ეს არის ცენტრ ფორვარდი. გონსალო იგუაინი ძალიან მოძრავი ფეხბურთელია, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს გაიხსნას მიიღოს ბურთი და მეტოქის კარი დალაშქროს, მაგრამ ფაქტია ევროსარბიელზე ეს ფეხბურთელი უსუსტესია, არგენტინელი სამეფო კლუბში მრავალი წელია გამოდის, მაგრამ მისი წარმატებით თამაში ჩემპიონთა ლიგაზე არავის არ ახსოვს, რადგან პიპიტა ამ ტურნირზე ნამდვილად მოიკოჭლეს, ეს კი იმის მანიშნებელია, რომ სოლიდურ გუნდებთან თამაში არგენტინელს ძალიან უჭირს და იგი ლა ლიგის თავდამსხმელი უფრო გახლავთ. ევროსარბიელზე შედარებით პროდუქტიულია კარიმ ბენზემა, რომელიც ხშირად გამოირჩევა გატანილი გოლებით, მაგრამ მას არ აქვს ის თვისებები, რომელიც იგივე გონსალოს, ფრანგი ფორვარდი არასდროს მოძრაობას იმდენს,რამდენსაც არგენტინელი და რამდენსაც მაღალი დონის თავდამსხმელი უნდა მოძრაობდეს, იგი ყოველთვის ინერტულობით გამოირჩევა, ეს კი გუნდს, რომელიც კონტრშეტევაზე აგებს თამაშს წარმატების მიღწევაში რა თქმა უნდა არ ეხმარება, რადგან სწრაფი შეტევის დროს პასიური ფორვარდი რა თქმა უნდა არაფრის გამკეთებელი არ არის. საშემსრულებლო ოსტატობის მხრივ ფაქტია კარიმი გონსალო ჯაბნის, მაგრამ პიპიტა უფრო მეტს აქტიურობს და ცდილობს თავისუფალი პოზიციის მონახვას, თუმცა რა აზრი აქვს? ხშირად გვინახავს მომენტები, თუნდაც ლიონთან, თუნდაც გუშინ დორტმუნდთან, როდესაც გადამწყვეტი მატჩი მიმდინარეობს, გონსალო თავისუფალ პოზიციას პოულობს, მეკარესთან პირისპირ რჩება და საშინელ დარტყმას ასრულებს, რომელიც მეკარისთვის არც ისე რთული მოსაგერიებელი გახლავთ. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ ტურნირს ვეთიშებით. ფაქტია მადრიდელებმა ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე უმაღლესი დონის ფეხბურთელი უნდა შეიძინონ, ხოლო გონსალომ ან კარიმმა თეთრები რიგები აუცილებლად უნდა დატოვოს. ორივე ფეხბურთელის სათადარიგოთა სკამზე ჯდომას აზრი არ აქვს, ეს კიდევ უფრო გააფუჭებს გუნდში არსებულ ვითარებას და კიდევ უფრო ნაკლებ შანსს მისცემს ალვარო მორატას, რომელსაც ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს და მას აუცილებლად უნდა მიეცეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.
კიდევ ერთი რამ რაც ჟოზე მოურინიომ „ჩაიდინა“ და ძვირად დაუჯდა...
პორტუგალიელი სპეციალისტის მოსვლის შემდეგ გუნდის რიგები დატოვა მადრიდის „რეალის“ ლეგენდამ, რაულ გონსალეს ბლანკომ, რომელიც დღესაც ჯობია კარიმ ბენზემას და გონსალო იგუაინს ერთად, ელ კაპიტანოში სწორედ ის თვისებებია თავმოყრილი, რაც ფრანგ და არგენტინელ ფორვარდებს ერთად აქვთ. გუნდს ასევე გამოაკლდა გუტი, რომელიც თეთრებისთვის რაულთან ერთად ავტორიტეტი იყო და საერთო ფონს არ აფუჭებდა, ამასთანავე შეიძლება ვთქვათ, რომ ხოსე მარიას არასდროს ჰქონდა მუდმივად ძირითად შემადნგელობაში თამაშის პრეტენზია, ასე რომ რიგ მატჩებში მისი სათადარიგოთა სკამზე გამწესებაც შესაძლებელი იქნებოდა. ეს ყველაფერი მადრიდულმა პუბლიკამ ასე რომ ვთქვათ „ჩაყლაპა“ თუმცა კულუარებში ჟოზეს მაინც ბევრი ლანძღავს, ამ ყველაფერს კი ემატება იკერ კასილასის სრული იგნორირება. ეს მეკარე მსოფლიოს ერთგზის, ევროპის ორგზის, ჩემპიონთა ლიგის ორგზის და კიდევ უამრავი ჩემპიონატის ჩემპიონი გახლავთ, იგი არის ესპანეთის ნაკრების კაპიტანი და სამეფო კლუბის უდავო ლიდერი, რაულის შემდეგ სწორედ მას ხვდა წილად „ბლანკოსის“ თაოსნობა. ფაქტია ჟოზე ლეგენდებს არ სწყალობს, რაც თავისთავად შეცდომაა, მას სურს იგი იყოს და სხვა ყველა ემორჩილებოდეს. დარწმუნებული ვარ იკერი მას თავიდან ბოლომდე ემორჩილება, მაგრამ საქმე სხვა რამეშია. ესპანელი გოლკიპერია ავტორიტეტია და ვფიქრობ, სწორედ ამას ვერ იტანს ჟოზე, სწორედ ამაზე აქვს გართულება და სწორედ ამიტომ ცდილობს იკერის დაიგნორებას. არავითარი პრეტენზია არ მაქვს დიეგო ლოპეზთან, რომელიც ნამდვილად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და ბორუსიათანაც რამდენიმე „მკდარი“ ბურთი აიღო, მაგრამ როდესაც გუნდში გყავს მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, რომელიც ამასთანავე კოლექტივის კაპიტანია, კარში ლოპეზი არ უნდა იდგეს.
კიდევ ერთი გარემოება უნდა აღვნიშნოთ, რომელიც პირველ რიგში რიკარდო კაკას ეხება. მას შემდეგ რაც მანუელ პელეგრინი წავიდა და გუნდში ჟოზე მოვიდა კაკა საერთოდ დაიკარგა, გასაგებია, რომ ბრაზილიელი ვერ აჩვენებდა სათანადო დონეს, მაგრამ როდესაც ასეთი სიტუაციაა, მაშინ ფეხბურთელი გუნდიდან უნდა გაუშვა და რატომ ახლავე გეტყვით. წარმოიდგინეთ კაკას ადგილზე თავი, ხართ ოქროს ბურთის მფლობელი გადახვედით „ბლანკოსში“ ვერ ითამაშეთ სათანადო დონეზე, მაგრამ საერთო ფონი არ გაგიფუჭებიათ და უცებ განაცხადშიც ვერ ხვდებით. ჩემი აზრით ეს არის დიდი შეცდომა, რომელიც ფეხბურთელს მოტივაციის გარეშე ტოვებს. თუ ვინმეს გონია, რომ რიკარდოს განაცხადს მიღმა დარჩენის გამო მოტივაცია აუმაღლდება, ეს სრული აფსურდია, ამ შემთხვევაში ფეხბურთელს გული უცრუვდება და რაღა თქმა უნდა უფრო უჭირს უმაღლეს დონეზე თამაში. გადის 6-7 თამაში და ბრაზილიელი მუდმივად სკამზეა , ამით მას ხომ კონდიცია ეკარგება და კიდევ უფრო უარეს სიტუაციაში ვარდება? გასაგებია, რომ ოზილი ძალიან პროდუქტიულია, თუ არ გჭირდება კაკა, მაშინ გაუშვი გუნდიდან და ეს კიდევ დამატებით პლიუსებს მოგცემს სხვა ფეხბურთელებზე. ავიღოთ ნური შაჰინი, დარწმუნებული ვარ მისი გახსნა „რეალში“: იმიტომ ვერ მოხდა, რომ სათადარიგოთა სკამზე რიკარდო იჯდა. როდესაც ხარ ახალგაზრდა იმედის მომცემი ფეხბურთელი და შენ შანსს ელოდები და ამასთანავე იცი, რომ შენი კონკურენტი ოქროს ბურთის მფლობელი და უმაღლესი კლასის ფეხბურთელი რიკარდო კაკა გახლავთ და მოედანზე შესვლის შანსი პირველ რიგში მას აქვს, რა თქმა უნდა გექმნება ფსიქოლოგიური წნეხი, რომელსაც ახალგაზრდული ასაკის და გამოუცდელობის გამო ვერ გადალახავ და საბოლოო ჯამში იღებ იმას, რომ ფუჭდები როგორც ფეხბურთელი., რაც თავისთავად ზეგავლენას ახდენს გუნდზე.
და ბოლოს. ჩემი აზრით ჟოზემ გუნდი უნდა დატოვოს, რადგან მისი ფილოსოფია, მადრიდულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და სამეფო კლუბის საკუთარ ყაიდაზე მოწყობას პორტულიელი წლების მანძილზე ვერ შეძლებს, აქედან გამომდინარე მისი დარჩენის შემთხვევაში ჩვენ ალბათ კვლავ ვიხილავთ კონტრ შეტევებს და მნიშვნელოვნად მატჩებში მეორე ნომრად მოთამაშე გუნდს, რაც დამეთანხმებით ყელში ამოვიდა. რეალს სჭირდება მწვრთნელი, რომელიც გუნდს საკუთარ სტილს, ხელწერას და ელფერს შესძენს, რომელიც ყველა ფეხბურთელს საკუთარ პოზიციას მიუჩენს, ვარკსვლავებს ან სასტარტოში ათამაშებს, ან გუნდიდან გაუშვებს და იყიდის ისეთ ფეხბურთელებს, რომელიც აუცილებელი იქნება გუნდური წარმატებისთვის. ჩემი აზრით საუკეთესო ვარიანტი არსენ ვენგერი გახლავთ, დარწმუნებული ვარ მისი მოსვლის შემთხვევაში ესპანური გუნდი ითამაშებს ისეთ შემტევ და ლამაზ ფეხბურთს, რომელსაც თანამედროვეობაში ვერავინ ვერ თამაშობს, არსენი ახალგაზრდებს განვითარების საშუალებას მისვემს და ამასთანავე მათ შეუწყობს გამოცდილ ვარსკვლავებს, რაც საბოლოო ჯამში წარმატების მომტანი იქნება.
სტატიას ერთი წინადადებით დავასრულებ : „მადრიდის „რეალი“ არ არის ის გუნდი, რომელმაც ერთი ცენტრ ფორვარდით უნდა ითამაშოს.
- 1 მაი 2013
- 4 583
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.