აბრამოვიჩი ჟოზეს სრულ თავისუფლებას და დიდ კაპიტალს სთავაზობს
რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ჟოზე მოურინიოს გადაბირებას ცდილობს. მისი სურვილია მოურინიომ ხელმეორედ ჩაიბაროს ჩელსი და დიდების მწვერვალზე დააბრუნოს.
ჩელსის მფლობელმა ”განსაკუთრებულს” შესთავაზა სრული ავტონომია. ჟოზეს გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერევა და თავად განსაზღვრავს გუნდის განვითარების გეგმას. ოლიგარქს შედეგის მიღწევა სწრაფად სურს და მზად არის პორტუგალიელს 118 მლნ. ევრო გამოუყოს ტრანსფერებისათვის, რომლითაც ის სასურველ ფეხბურთელებს შეიძენს.
გარდა ამისა, აბრამოვიჩმა უკვე შეასრულა მოურინიოს მოთხოვნა და ჩელსი სეზონის ბოლოს ლამპარდს ახალ ერთ წლიან კონტრაქტს შესთავაზებს. როგორც ჩანს მოურინიო მადრიდის რეალში დღეებს ითვლის.
- 1 მაი 2013
- 2 552
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.