კრიშტიანო რონალდუს ინტერვიუ
პორტუგალიელი ფეხბურთელი თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.
”გუნდმა იბრძოლა, ხოლო გულშემატკივრები დღეს გასაოცარები იყვნენ. ბოლომდე მხარში გვედგნენ. მე აღელვებული ვიყავი და ყველაფერს შევეცადე. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ უდიდესი მადლობა ვუთხრათ მათ იმისთვის, რაც გააკეთეს. ბოდიში, რომ ის ვერ შევთავაზეთ, რასაც იმსახურებდნენ. ბოლომდე ვიბრძოლეთ. ყველაფერი გავაკეთეთ და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წელს აუცილებლად მოვახერხებთ ამას.”
”მე შემიძლია გითხრათ, რომ მცირე დაზიანებასავით მქონდა,მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. ეს არ გამომადგება გასამართლებლად, ვინაიდან მე მუდამ ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ მაქსიმალური შედეგი მივიღო.”
”თავს მოწყენილად ვგრძნობთ, ფინალში გასვლა კიდევ ერთხელ ვერ შევძელით. ძალიან ბევრი მიზნები გვქონდა, მაგრამ კვლავ გამოვვარდით. ”დორუსიას” ვულოცავ, ვინაიდან მათ იმაზე მეტი გაიტანეს , ვიდრე ჩვენ და ფინალში ითამაშებენ. უდიდესი მადლობა გულშემატკივრებს, ეს შეუდარებელი იყო და ბოდიში მათ, რომ ვერ გავახარეთ.”
პორტუგალიელმა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით განაცხადა: ” ”მადრიდის რეალს” ექნება აუცილებლად შანსი, რომ მოიგოს მეათე ტიტული. წელს გვქონდა ამის შანსი, იმედი მაქვს გვექნება მომდევნო წელსაც. იმედი მაქვს, ეს ჩემთან ერთად მოხდება. ეხლა მე სულაც არ ვარ კონცენტრირებული ჩემი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. წინ კიდევ ორი წელი მაქვს ამ კონტრაქტით. სეზონის დასაწყისში თავს ბედნიერად ვგრძნობდი, ეხლაც ბედნიერი ვარ და მადლობა გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის და დაფასებისთვის.”
- 1 მაი 2013
- 3 521
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.