კონდოგბია მადრიდის რეალში თამაშზე ოცნებობს
კონგობია სულ რაღაც 20 წლისაა და მისი შეძენით ისეთი კლუბები ინტერესდებიან, როგორიც მადრიდის რეალი, სიტი, ჩელსი, არსენალი და მონაკო არიან. ფრანგი საყრდენი გასულ წელს ლენსიდან სევილიაში გადაბარგდა. სტაბილური და საიმედო ასპარეზობით კი მსოფლიო აალაპარაკა. კულუარული ინფორმაციით, მადრიდის რეალს უკვე გამზადებული აქვს 8 მლნ. ევრო მის სანაცვლოდ. ამ ფაქტს თავად ფეხბურთელიც გამოეხმაურა.
”მადრიდის რეალში ასპარეზობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ზოგადად სასიამოვნოა, როდესაც შენი შეძენით სხვადასხვა ძლიერი კლუბები ინტერესდებიან, მაგრამ სამეფო კლუბი? ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი ჟურნალების ფურცლებზე იწერება და შემოთავაზება ბლანკოსიდან არ მიმიღია.”
კონდოგბიამ ანდალუსიურ კლუბში 32 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლის გატანა შეძლო. მას კონტრაქტი სევილიელებთან 2017 წლამდე აკავშირებს.
აქვე გთავაზობთ ვიდეოს ჯოფრი კონდოგბიაზე.
- 29 აპრილი 2013
- 2 503
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.