"ალკორკონთან" მატჩში "ბერნაბეუ" გადაივსება
10 ნოემბერს მადრიდის "რეალი" "სამეფო თასის" განმეორებით შეხვედრას გამართავს "ალკორკონთან" "სანტიაგო ბერნაბეუზე".
"სამეფო თასის" განმეორებით შეხვედრაში "ალკორკონის" წინააღმდეგ გასაყიდი დარჩა მხოლოდ 4 000 ბილეთი. "ბერნაბეუ" სრული ანშლაგის მოლოდინშია. ბილეთების გაყიდვა 29 ოქტომბრიდან დაიწყო, ოთხშაბათს კი 13 500 ბილეთი გაიყიდა, რაც რეკორდია.
ვისაც სურს შეუკვეთოს ბილეთები შემდეგნაირად უნდა მოიქცეს:
– დარეკოს ტელეფონზე 902 +324 +324
– ინტერნეტით www.realmadrid.com
- სალაროებში 9 ნოემბერს 9 საათიდან 14 საათამდე და მატჩის დღეს 11 საათიდან.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 5 ნოემბერი 2009
- 2 841
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.