პელეგრინის ინტერვიუ
მანუელ პელეგრინის ინტერვიუ "მილანთან" მატჩის შემდეგ.
არბიტრმა გადაარჩინა "მილანი"?
არ მაქვს უფლება არბიტრი განვსაჯო.
"მილანი" გადარჩა გადარჩა თქვენს წინააღმდეგ?
ისინი ჩენს წინააღმდეგ გადარჩნენ. ჩვენ ჩავატარეთ კარგი პირველი ტაიმი. კარში 16–ჯერ დავარტყით. მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო. მეორე ტაიმში "მილანი" აკონტროლებდა სიტუაციას, მაგრამ კარგად ვიცავდით თავს და გვქონდა კარის აღების შანსები. წესით სამი ქულა უნდა წაგვეღო მადრიდში.
თქვენ გაიმეორეთ წინა მატჩის შემადგენლობა.
გუნდმა კარგად წარმოაჩინა თავი "ხეტაფესთან" მატჩში, როცა 10 ფეხბურთელით დავრჩით მოედანზე. მგონი მათ დაიმსახურეს ეთამაშათ "მილანთან" შეხვედრაშიც. არაა აუცილებელი როტაცია.
მეორე ტაიმში მარსელომ ცენტრისკენ წაიწია, ბენზემა კი იძულებული გახდა მარცხენა ფლანგზე ემოქმედა. რითი აიხსნება ეს?
მარსელო კაკასთან ერთად ხშირად იცვლიდა პოზიციებს. ისინი ზეწოლას ანხორციელებდნენ მეტოქე გუნდზე.
იცით რატომ გააუქმა არბიტრმა პატოს გოლი?
ვფიქრობ, მან წესების დარღვევა დაინახა პატოს მხრიდან, მაგრამ ამის შესახებ თავად არბიტრს უნდა ჰკითხოთ.
ამ შედეგის შემდეგ უფრო თავდაჯერებულად გრძნობთ თავს?
თავს მშვიდად ვგრძნობ გუნდის გამო. ერთი ქულა ჩემთვის არაფერია. მე მსურდა "სან სიროზე" გამარჯვება.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 5 ნოემბერი 2009
- 2 928
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.