ალფრედო დი სტეფანო: ”თქვენ უნდა მოემზადოთ”
ალფრედო დი სტეფანოს მიმართვა ”მადრიდის რეალს”.
შეწყვიტეთ ფიქრი მომხდარზე. საუკეთესო გზა ყველაფრის შესაცვლელად არის საკუთარი თავის კონტროლი. ნეგატიური ამბების და ნეგატიური მუხტის მოშორება. სხვა გზა არ არსებობს. მე დავიწყებული მაქვს საშინელი მარცხები, ვინაიდან ერთი წაგება არ არის ყველაფერი, აქ მუდამ არსებობს მეორე შანსი.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი თვითმფრინავის კატასტროფას გამოიწვევს, სამწუხაროდ მინდა მათ ვუთხრა, რომ ისინი ცდებიან, ვინაიდან ეს ჩემპიონთა ლიგაა, სადაც ყოველთვის არსებობს შურისძიების საშუალება. არასდროს არ უნდა მისცე მათ შესაძლებლობა ნახონ შენი ცრემლები, ყოველთვის უნდა გქონდეს სათადარიგო გეგმა.
პირველ რიგში, ბოლომდე მოიშორეთ გაბრაზება. გოლის გატანის წინ უნდა გავდეთ იმ ადამიანს, ვისაც ცივა და სითბოს ეძებს , ვისაც წყურია უდაბნოში და წყალს ეძებს, სწორედ ასეთები შეძლებთ ფინალში გასვლას.
დღეიდან დაიწყეთ მომზადება, გადალახეთ ემოციები, აკონტროლეთ ისინი, დაუდექით ერთმანეთს გვერდში და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ყველა ჩვენგანს სურს. იცოდეთ, დღეს ყველას აქვს თავისი აქილევსის ქუსლი და არც ”დორტმუნდის ბორუსია” წარმოადგენს გამონაკლისს.
დროა დაივიწყოთ ნაჭამი სირცხვილი, დროა დადგეთ, როგორც ერთი გუნდი, დროა იყოთ ერთნი ყველას წინააღმდეგ. ”მადრიდის რეალი” ღირსეული ოსტატია თავისი თავისა და ღირსეული კაპიტანი თავისი სულისა. დაიმახსოვრეთ, ის, რაც არ გკლავს, გაძლიერებს. ეს კვირა სახლში დატოვეთ. მაპატიეთ, მადრიდში დატოვეთ, ვინაიდან მე ვფიქრობ, რომ გუნდის გულშემატკივრებს მოუწევთ უემბლიზე წასვლა ”თეთრების”-სთვის მხარდაჭერის გამოსახატად.
იბრძოლეთ ან მოკვდით, ვინაიდან გერმანელები ავტომატიზირებულ მანქანასავით მუშაობენ. თქვენი საუკეთესო იარაღი ტიტანური სიამაყეა. ისინი თავის მანქანას იყენებენ ფეხბურთში, ეკონომიკაში, მეცნიერებაში და ა.შ. ყველა სფეროში. ზოგჯერ გერმანელებს გონიათ , რომ კუნძჲლზე ცხოვრობენ შუა ევროპაში და ყველანი მათკენ ისწრაფვიან, ამიტომაც იყვნენ ხანდახან გერმანელი ლიდერები გიჟები. მოგწონთ ეს თუ არა, მომდებნო კვირას ფეხბურთი გასცემს ყველას საკადრის პასუხს.
ინფორმაციის წყარო: marca.com
- 26 აპრილი 2013
- 4 739
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.