რონალდუ "ატლეტიკოსთან" მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ, ტრავმის გამო "ატლეტიკოსთან" მატჩს გამოტოვებს.
28 წლის შემტევმა, რომელმაც "ბორუსიასთან" მატჩის დროს მარცხენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა, ვერ მოასწრო გამოჯამრთელება. რონალდუმ შეხვედრა სრულად ჩაატარა, მაგრამ მატჩის მსვლელობისას ტკივილს გრძნობდა.
ამჟამად, მადრიდული გრანდის ფიზიოთერაპეტები ძალისხმევას არ იშურებენ, ფეხბურთელის გამოსაჯამრთელებლად. სავარაუდოდ რონალდუ დორტმუნდის "ბორუსიასთან" განმეორებით შეხვედრაში სრულ მზადყოფნაში იქნება.
AS.Com
- 26 აპრილი 2013
- 2 264
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.