მარსელოს პრეს–კონფერენცია
მარსელო დარწმუნებულია საკუთარ თავში და თანაგუნდელებში.
თქვენ მართლაც შესანიშნავად ითამაშეთ პირველ ტაიმში...
ეს ძალიან სასიამოვნოა პიროვნულად ჩემთვის, მაგრამ საერთო ჯამში არ ვარ გახარებული, რადგან ფრე არ არის წარმატებული შედეგი "რეალისთვის". მე კაკასთან ერთად ვერთვებოდი შეტევებში და საერთო ჯამში მომეწონა საკუთარი მუშაობა. გოლის გატანაც შემეძლო, მაგრამ სამწუხაროდ არ გამიმართლა.
მოირგეთ რომელიმე ტაქტიკური სქემა საბოლოოდ?
ვფიქრობ, ეს არის ჩვენი თამაშის გაუმჯობესების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, ნელ–ნელა დავლაგდით ტაქტიკურად და ჩავჯექით რეჟიმში. ტაქტიკის შერჩევა არ კმარა, მთავარია მას როგორ შეასრულებ, ჩვენ კი მისი რეალიზება წესით არ უნდა გვიჭირდეს. გუნდი აშკარად უკეთესად ათამაშდა. "თეთრებს" ნებისმიერი გუნდის დამარცხება ძალუძთ.
შეტევაში თავს უფრო კარგად გრძნობთ?
დიახ. ხაბი და ლასი მამარაგებენ გადაცემებით და მემგონი მართლაც ეს არის ჩემთვის საუკეთესო პოზიცია, რომელიც მწვრთნელმა შემირჩია. მე მევალება მეტოქის მოტყუება და კაკასთან ბურთის გათამაშება, რაც ძალიან მსიამოვნებს.
კრიშტიანო რონალდო გამოტოვებს დერბის. რას გვეტყვით ამ ფაქტზე?
ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ რონალდო ყველაზე ძლიერი ფიგურაა დღევანდელ სამეფო კლუბში და ის ძალიან გვაკლია, მაგრამ "რეალში" ყველა ფეხბურთელის შეცვლა შეიძლება. იმედი მაქვს მალე გამოჯანმრთელდება.
თავს როგორ გრძნობს გუტი, ამ დაძაბული დღეების შემდგომ?
მე მასზე არაფრის თქმის უფლება არ მაქვს, თუ რაიმეს თქმას დააპირებს თვითონ მოგახსენებთ... ისე კი ეს არასასიამოვნო ფაქტი იმედია მალე მიეცემა დავიწყებას.
მარცხენა ფლანგზე უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს?
ჩემთვის მთავარია ძირითად შემადგენლობაში ვითამაშო, ეს არის ჩემი ბედნიერების საგანი... მე ხომ მსფოლიოს საუკეთესო კლუბში ვასპარეზობ. ძალიან მიყვარს შეტევაში თამაში, მითუმეტეს მარცხენა ფლანგიდან გარღვევები და აქედან გამომდინარე ძალიან სასიამოვნოა საყვარელ პოზიციაზე ასპარეზობა.
რაული უკვე ორი თამაშია ვერ ხვდება ძირითად შემადგენლობაში, რას ფიქრობთ ამაზე?
ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია, მთავარია რომ კლუბი კარგად თამაშობს. რა თქმა უნდა რაული ჩვენი სული და გულია მოედანზეც და ცხოვრებაშიც, მაგრამ ადრე თუ გვიან მის გარეშე მოგვიწევს თამაში და ამას უნდა შევეგუოთ ნელ–ნელა. ყველამ კარგად ვიცით ელ კაპიტანოს მნიშვნელობა "ბლანკოსისთვის".
გუნდი აშკარად განიცდის პროგრესს...
ამას ყველა ნათლად ამჩნევს, რაც ძალინ გვახარებს. დიდი ხანია ვითხოვთ დროს შესათამაშებლად და აი დადგა უკვე კარგი ასპარეზობის ჯერიც.
რას ფიქრობთ დერბიზე?
ეს იქნება ურთულესი შეხვედრა, მაგრამ ჩვენ გამარჯვება აუცილებლად უნდა ვიგდოთ ხელთ. უკან დახევის უფლება არ გვაქვს.
ავტორი: Kevlisha
- 4 ნოემბერი 2009
- 3 515
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.