მაგიური ღამეები „სანტაიგო ბერნაბეუზე“
„რეალისთვის“ საკუთარ მოედანზე შეუძლებელი არაფერია. 111 ლეგენდალური წლის განმავლობაში მადრიდელმა გულშემატკივარმა ისწავლა დონ სანტიაგო ბერნაბეუს სახელზე აგებული მოედნის მაგიური ძალა გადამწყვეტ და ურთულეს მომენტებში. წარსულში ბევრი შემთხვევა იყო როდესაც ევროპული ტურნირების ეგიდით გამართულ მატჩებში, სანტიაგო ბერნაბეუმ თავისივე ფეხბურთელების მიერ შესრულებული „Comeback“ იხილა. მატჩები „დერბი ქაუნთის“, „ანდერლეხტის“, „მიუნხენ გლადბახის“, „გლაზგო სელტიკის“ და ბოლოს „ინტერის“ წინააღმდეგ. ეს მატჩები გუნდის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა.
„90 წუთი სანტიაგო ბერნაბეუზე ეს ძალიან ბევრია“ - ეს არის სიტყვები, რომელიც ლეგენდარულმა ხუანიტომ გრაციანო ბინის ინტერთან მატჩის დროს 1985 წელს უთხრა.
ეს ფრაზა გამოდგა გადამწყვეტი მადრიდის „რეალისათვის“. იტალიელები 2 გოლიანი უპირატესობით ესტუმრენ მადრიდს, სანტიაგოზე კი 3 უპასუხო ბურთი მიიღს საკუთარ კარში.
„ინტერი“ არ არის ერთადერთი გუნდი, რომელიც მადრიდულმა „Comeback-მა“ იმსხვერპლა. ევროპული თასების 1975/76 წლების გათამაშებაზე. მადრიდელებმა გასვლაზე „დერბი ქაუნთისთან“ 4-1 წააგეს. საპასუხო მატჩი მადრიდელებმა 5-1 მოიგეს.
არც „მიუნხენგლადბახის“ მიერ მოგებული 5-1 აღმოჩნდა საკმარისი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, მადრიდელებმა ამ ანგარიშს 4-0-ით უპასუხეს 85/86 წლების უეფას თასზე.
გავიხსენოთ „ანდერლეხტიც“, მათ მიერ მოგებული მატჩი ანგარიშით 3-0 და მადრიდელების ტრიუმფი ანგარიშით 6-1.
მას შემდეგ გავიდა ჟამი და დადგა დრო კიდევ ერთი მაგიური ღამისა. ღამისა, რომელსაც მადრიდელები თავიანთ გულშემატკივარს 2013 წლის 30 აპრილს პირდებიან.
- 25 აპრილი 2013
- 4 024
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.