ლევანდოვსკი-პირველი ფეხბურთელი, რომელმაც "რეალს" 4 გოლი გაუტანა
"ბორუსიას" პოლონელმა ფორვარდმა კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
რობერტ ლევანდოვსკი არის ის ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალს" ორზე მეტი გოლი გაუტანა. ახლა ლევანდოვსკი დგას ისეთი ფეხბურთელების გვერდით როგორებიც ვან ბასტენი, ინძაგი, პრშო, ვან ნისტელროი, შევჩენკო, გომისი, მესი და გომესი არიან. აღნიშნულმა ფეხბურთელებმა ევრო სარბიელზე ერთ შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხეს.
გაითვალისწინეთ, რომ უახლოეს მომავალში ოფიციალურად დადასტურდება, რომ ლევანდოვსკი "ბაიერნის" ფეხბურთელია. "ბავარიის" მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ უკვე შეიძინა ფეხბურთელი მარიო გიოტცე "ბორუსიასგან" და სავარაუდოდ ზაფხულში ლევანდოვსკიც იგივე გზას დაადგება.
გარდა ამისა, კრიშტიანუ რონალდუმ გაიმეორა ილმაზის რეკორდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ექვს მატჩში გაიტანა. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელი ვარსკვლავის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 12 გოლია და ერთპიროვნულად ლიდერობს ბომბარდირთა დავას. საერთო ჯამში კრიშტიანუმ მიმდინარე სეზონში 50 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 51-ჯერ დალაშქრა.
ბორუსიას კარში გატანილი გოლი რონალდუსათვის ევრო სარბიელზე 50-ე აღმოჩნდა. შედეგად კრიშტიანუ გაუტოლდა ტიერი ანრის, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-4 პოზიციაზე იმყოფება.
- 25 აპრილი 2013
- 3 866
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.