ოთხშაბათს მოურნიო აბრამოვიჩთან მოლაპარაკებებს გამართავს
როგორც ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იტყობინება, ოთხშაბათს მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურნიო მოლაპარაკებებს გამართავს "ჩელსის" მფლობელ რომან აბრამოვიჩთან.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა "ჩელსის" ხელმძღვანელობას რამდენიმე პირობა წამოუყენა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პირობაა, ლონდონურმა კლუბმა ახალი ფორვარდი რადამელ ფალკაო გაიფორმოს. მოთხვონის შემდეგ აბრამოვიჩმა განაცხადა, რომ კლუბი ახლოსაა ფალკაოს ტრანსფერის განხორციელებასთან. მანამდე გავრცელებული ცნობით ეს ტრანსფერი ლურჯებს 46 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
აღსანიშნავია, რომ მადრიდის "რეალის" 15 ფეხბურთელი მომხრეა ჟოზე მოურნიომ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს. თუ ეს მოხდა, მაშინ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატურად კარლო ანჩელოტი განიხილება, რომელიც "პსჟ-ს" ხელმძღვანელობს.
- 25 აპრილი 2013
- 3 071
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.