აწმყო თუ არა გწყალობს...

ჩემო კარგო მადრიდო, რაზედ მოგიწყენია? აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია.

1 კვირაში ყველაფერი გადაწყდება, მაგრამ ფაქტი ერთია, „რეალი“ ის კლუბია, რომელსაც აწმყოც წყალობდა, წარსულიც და მომავალიც.

ჩავლილი პაექრობიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დგას სიტყვა ქამბექი (სიმართლე გითხრათ, ბარბარიზმების გამოყენება დიდად არ მიყვარს, მაგრამ ComeBack კარგად გამოითქმის და არ მიწყინოთ, თუ ხშირად მომიხდა მისი გამოყენება).მოდით, გადავხედოთ „რეალის“ ისტორიას, სადაც სხვადასხვა წლებში, ასევე აქტუალური გახლდათ შემობრუნების თემა.

1975-76 წ.წ. ევროპის თასის 1/8 ფინალურ სტადიაზე, სამეფო კლუბი, ბრიტანულ „დერბი ქაუნთისთან,“ სტუმრად 4-1 დამარცხდა.განმეორებითი მატჩისთვის, ესპანელებმა ძალები მოიკრიბეს, მონდომება გამოავლინეს და მოწინააღმდეგე საშინაო კედლებში 5-1 დაამარცხეს (რობერტო მარტინესი (2), სანტილიანა (2) და პირი).

1979-80 წ.წ. ევროპის თასის 1/4 ფინალური სტადია.„ბლანკოსმა“ გლაზგოში 2-0 წააგო „სელტიკთან,“ ხოლო შინ 3 უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს.

1984-86 წ.წ. ქამბექების სეზონად გამოდგა.მადრიდული გრანდის უეფას თასზე ასპარეობდა.
სხვადასხვა სტადიებზე: სტუმრად 3-1 წაგება ხორვატიულ Rijek-თან, სახლში 2-0, სტუმრად 3-0 „ანდერლეხტთან,“ სახლში 6-1, სტუმრად 3-1 წაგება „ინტერთან,“ სახლში 3-0.სტუმრად 5-1 წაგება „მიუხენგლადბახთან,“ შინ 4-0.ასევე ინტერთან გასვლაზე 3-1 წაგება, შინ 5-1.

ბოლოს ჩამოთვლილი შემობრუნებების სერია იმითაც იყო განპირობებული, რომ გუნდში ირჯებოდა დიადი ხუანიტო, რომლის სულისკვეთებაც გადამდები იყო ყველასათვის.

აღნიშნული სტატისტიკა, მოურინიოს ფორმაციის რეალისათვის მხოლოდ კარგი მაგალითია.ვნახოთ, რამდენად შეძლებენ მის გამოყენებას.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)