მოურინიო: „გამარჯვებადი“
დორტმუნდის „ბორუსიასთან“ სამარცხვინო მარცხის შემდეგ, მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა.
„ვნახე ის, რომ ერთი გუნდი აღემატებოდა მეორეს, ფიზიკური და მენტალური აგრესიულობით.ეჭვსგარეშეა, რომ საუკეთესო გუნდმა გაიმარჯვა.ჩემი აზრით, შეცდომების გამო დავისაჯეთ.მეკარესაც მოუხდა რამდენიმე სეივის გაკეთება.გამომდინარე იქედან, რომ სათადარიგო სკამზე ვიჯექი, რთული მეორე გოლისა და პენალტის ეპიზოდის შეფასება.თამაშის მსვლელობისას დავკარგეთ ბურთი, რაც ძვირად დაგვიჯდა.“
„სამეფო კლუბში 3 წელია ვმუშაობ და ამ დროის განმავლობაში უამრავ მნიშვნელოვან ადამიანს შევხვდი.ყველანი ერთხმად აცხადებენ, რომ „ბერნაბეუზე“ არაფერია შეუძლებელი, როგორც ფეხბურთში.არსებობს იმედი.ალბათ, ბევრს ხელი აქვს უკვე ჩაქნეული, მაგრამ გარწმუნებთ, რომ შესაძლებელია!სამშაბათს უშეღავათოდ ვიბრძოლებთ სასურველი შედეგისათვის.“
„სერხიო დიდებული ბიჭია, ემოციური.რთულია საუბარი წაგებული მატჩის შემდეგ, როდესაც იმედგაცრუებული ხარ.გარჯის შესახებ საუბარი ადვილი არარის, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველას გვინდოდა რომ უკეთესი ყოფილიყო.“
- 25 აპრილი 2013
- 4 981
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.