კლოპი მატჩის წინ
„რეალთან“ ორთაბრძოლამდე, იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა
როდის გაიგეთ გიოტცეზე?
საკმაოდ რთული იქნებოდა ეს რომ უშუალოდ თამაშის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე, ანუ დღეს გამეგო. 1-დან 10-მდე შკალით თუ შევაფასებთ , პრობლემის ხარისხი 9 იქნებოდა. ვიცი, რომ აღნიშნული ინფორმაცია წინა ღამეს ათ საათზე დაიბეჭდა და გაჟღერდა, მაგრამ სამშაბათს , ”მალაგასთან” თამაშის შემდეგ, მე უკვე შემატყობინეს აღნიშნულის შესახებ. სადღაც 24 საათი მქონდა სიხარულისთვის და მერე უკვე ეს ამბავი გავიგე. ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ იმედგაცრუების მიზეზი არის ის, რომ გიოტცე გამონაკლისია და მას შთამბეჭდავი როლი ქონდა ჩვენს გუნდში. იმათთვის კი , რომლებიც იმედგაცრუებულები არიან ჩვენთან ერთად, მინდა ვუთხრა, რომ წინა წელს ჩვენ როისი 17 მლნ. ევროდ ვიყიდეთ და იმ დროს ის ”მიუნხენგლადბახში” თამაშობდა, სადაც მან გუნდი მეოთხე ადგილზე გაიყვანა ჩემპიონატში. ასეთია ფეხბურთი და სატრანსფერო ბაზარი.
როგორი რეაქცია ქონდა თქვენს გუნდს ამ ამბავზე? და გთხოვთ არ გვიპასუხოთ ტერმინით ”ჩვენ პროფესიონალები ვართ.”
მე პატივს ვცემ თქვენს კომენტარს. ეს განსაკუთრებული სიტუაციაა. პრესკონფერენცია დაიგეგმა ვარჯიშის წინ, ასე რომ მე არ მქონდა საშუალება ყველა ფეხბურთელს გავსაუბრებოდი. ჩვენ ეხლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ რატომ მოხდა ამ ინფორმაციის მაინცდამაინც დღეს გაჟღერება, თუ ამის მიზანი არის ის, რომ ჩვენ დავკარგოთ კონცენტრაცია, თქვენ ამას ვერ მიაღწევთ. ეხლა ჩვენ იმაზე მეტად ვართ კონცენტრირებულნი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ.
ამან თქვენს გუნდში დესტაბილიზაცია გამოიწვია?
ასე არ ვფიქრობ. ჩვენი მტრები ამას ვერ მიაღწევენ. სხვის ბუდეში ხარისხიანი კვერცხების ძებნა ჩვენი საქმე არ არის. არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ამის გაკეთება.
ელაპარაკეთ გიოტცეს?
ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდით ერთმანეთს. არამგონია ეხლა ის დრო იყოს, როცა ამისთვის ამდენი ყურადღების დათმობა ღირს. ჩვენ უმნიშვნელოვანესი თამაში გველის წინ. ძალიან ბევრი ვირშრომეთ და ვიბრძოლეთ აქ მოსახვედრად. ეს არ არის სამართლიანი , როგორც კლუბისთვის, ასევე გუნდისთვის, რომელმაც ამდენი იბრძოლა. მე ვთქვი დიახ, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელიც გვარდიოლას სურდა. პეპი ითხოვდა მას. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენც შეგვიძლია ”ტიკი-ტაკას” თამაში, მაგრამ მას სურს, რომ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და არანაირი უფლება არ გვქონდა ჩვენ ხელი შეგვეშალა მისთვის. მან იცის, რაოდენ დიდი როლი მიუძღვის მის წარმატებაში ”დორტმუნდის ბორუსიას”... ერთადერთი, რაც მინდა ვთხოვო გულშემატკივრებს, არის ის, რომ მხარში დაგვიდგნენ. მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებით გაღიზიანებულები და გაბრაზებულები არიან, ვთხოვ სახლში დატოვონ წყენა , ჩვენს ფერებში შეიმოსნონ და მოვიდნენ სტადიონზე. ”ბორუსია” განსაკუთრებული კლუბია და ეხლა სწორედ ის დროა, ეს დავამტკიცოთ.
ეს ”მადრიდის რეალის” წისქვილზე ასხმას წყალს?
მე ერთხელ უკვე გითხარით. არ მაინტერესებს როგორ იმოქმედებს ეს ”მადრიდის რეალზე”. ჩვენს ჩვენს მხარეს და ჩვენი გულშემატკივრების მხარეს ვართ. არანაირი პრობლემა არ გვაქვს...
როგორ გრძნობს თავს ლევანდოვსკი?
ის სასტარტოში იქნება
შეიცვლება რამე იმ თამაშის სტილში, რომელსაც ”ბორუსია” აჩვენებს?
თქვენ მოგიწევთ თამაშის ყურება იმისთვის, რომ გაიგოთ, თუ რას გავაკეთებ. სიმართლე გითხრათ, ”მადრიდის რეალი” მხოლოდ ერთ თამაშის სტილს არ მისდევს. ”მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ”მადრიდის რეალს” 68% ქონდა ბურთის ფლობა, ხოლო შემდეგ უკვე მშვენივრად თამაშობდნენ კონტრშეტევებზე.”
- 24 აპრილი 2013
- 1 977
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.