ვან დერ ვაარტი : „ჩემი ფავორიტი რეალია“

ჰოლანდიელი ნახევარმცველის, რაფაელ ვან დერ ვაარტის განცხადებით მისი ფავორიტი მადრიდის „რეალი“ გახლავთ და სწორედ ამ გუნდს ქომაგობს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში...

„ესპანურ გიგანტს უდიდესი შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის მოგების, დარწმუნებული ვარ ჟოზე მოურინიოს შეგირდები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ და ჩემპიონთა ლიგის მეათე თასს დაეუფლონ.“

„უკვე დიდი ხანია სამეფო კლუბის მთავარი მიზანი ევროსარბიელის მოგებაა, რადგან ესპანელებს ჩემპიონთა ლიგა 2002 წლის საუვიწყარი სეზონის შემდეგ არ მოუგიათ, 11 წლიანი პაუზა კი ისეთი გუნდისთვის, როგორიც „ბლანკოსი“ გახლავთ, ნამდვილად კატასტროფის ტოლფასია, მითუმეტეს ისეთი ინჩასების ხელში, როგორც დედაქალაქელებს ჰყავს.“

„კატალონიის ბარსელონა ნამდვილად ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე, ამ გუნდში აშკარა რღვევა შეინიშნება, აქედან გამომდინარე მათი ფინალში გასვლის და იქ წარმატების მიღწევის შანსი არც ისე დიდია, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ რიგებში ირიცხება ლიონელ მესი, რომელიც მოედანზე სასწაულებს ჩადის, არგენტინელის „აფეთქების“ შემთხვევაში ყველაფერია მოსალოდნელი.“

„ჩემი ფავორიტი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მადრიდის „რეალი“ გახლავთ, დარწმუნებული ვარ თუკი ესპანელები თასის მოგებას მოახერხებენ, მადრიდში ნამდვილი სასწაული მოხდება და დედაქალაქს მთლიანად ფეხბურთი მოიცავს.“

  • Hala
  • 24 აპრილი 2013
  • 1 426
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 19
2 მბაპე 16
3 რაფინია 13
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (155)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)