ძოლა : „ფინალში კლასიკოს ხილვას არაფერი სჯობს“

ლეგენდარული იტალიელი ფორვარდის, ჯანფრანკო ძოლას განცხადებით ჩემპიონთა ლიგის ფინალში ყველაზე სანახაობრივი მატჩი კატალონიის ბარსელონასა და მადრიდის რეალს შორის შედგება...

„თუკი ფინალში ორ ესპანურ გიგანტს ვიხილავთ დარწმუნებული ვარ ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფინალი, რადგან ერთმანეთს ორი საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდება, რომელიც ულამაზეს ფეხბურთს თამაშობს. ლიგის ფინალში „კლასიკოს“ ხილვა ერთი დიდი სიამოვნება იქნება, მატჩი კი საფეხბურთო ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, ეს იქნება საუკუნის დაპირისპირება, რომელსაც სავარაუდოდ მთელი მსოფლიო მიადევნებს თვალ-ყურს.“

„ბაიერნს და დორტმუნდის ბორუსიას არ შევურაცჰყობ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მათ ფინალზე ბევრად საუკეთესო იქნებოდა კლასიკო, თუმცა გერმანული ფინალის შემთხვევაში ჩვენ ვიხილავთ ნამდვილ ბრძოლას, რომელიც ბოლო წამამდე გაგრძელდება.“

„ზოგადად ლამაზი ფეხბურთი ყოველთვის მიყვარდა და ვაფასებდი, ახლა კი გაორმაგებული გრძნობები მაქვს, როდესაც მაყურებლის რანგში ვართ. ტელევიზორთან მყოფი ადამიანისთვის აუცლებელია შოუს შეთავაზება იმისათვის, რომ ფეხბურთმა ელფერი არ დაკარგოს და კვლავ იყოს სპორტის ნომერ პირველი სახეობა.“

  • Hala
  • 24 აპრილი 2013
  • 1 461
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 19
2 მბაპე 16
3 რაფინია 13
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (159)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)