გრანერო : „წარმატებებს ვუსურვებ ჟოზეს გუნდს“

ესტებან გრანერომ განაცხადა, რომ დიდი მოლოდინი აქვს და სჯერა, რომ „ბლანკოსი“ წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოახერხებს და საკუთარ ფანებს დიდ სიხარულს მიანიჭებს...

„მოურინიოს გუნდი ამჟამად არის ისეთი ძლიერი, როგორც ამ ბოლო წლებში არასდროს. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ანგარიშგასაწევი კოლექტივი და ნებისმიერ გუნდთან შეგვეძლო გამარჯვება, მაგრამ წლეულს „ბლანკოსი“ მართლაც სულ სხვა განზომილებაშია და რადიკალურად სხვანაირ ფეხბურთს აჩვენებს.“

„კრიშტიანო რონალდო და ანხელ დი მარია ფლანგებიდან შესანიშნავად ერთვებიან და შეტევებს ამრავალფეროვნებენ. ოზილი რაღა თქმა უნდა მოწოდების სიმაღლეზე დგას, ეს ტრიო კი მეტოქე გუნდებს უდიდეს პრობლემებს უქმნის, დარწმუნებული ვარ თასის დაუფლების ყველაზე რეალური შანსი სამეფო კლუბს აქვს.“

„ბარსელონას გაცილებით უფრო რთული მეტოქე ჰყავს მიუნხენის ბაიერნის სახით ვიდრე მადრიდის „რეალს“, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ბლანკოსი“ უკვე ფინალში გახლავთ. ბორუსიას დამარცხება დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული და ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გააკეთოთ წარმატების მისაღწევად.“

  • Hala
  • 23 აპრილი 2013
  • 1 278
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 19
2 მბაპე 16
3 რაფინია 13
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (155)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)