კრისტიანო რონალდომ შესაძლოა მადრიდულ დერბიში ითამაშოს
კრისტიანო რონალდო დღეს ეწვია კლინიკა "Sanitas"-ს და არის კარგი ინფორმაცია კლუბისთვისაც და ფეხბურთელისთვისაც.
ექიმების თქმით რონალდოს მუხლი კარგ მდგომარეობაშია. პორტუგალიელი ფეხბურთელის თქმით, ის ტკივილებს აღარ გრძნობს.
თუ კრისტიანო 100%–ით იქნება მზად, მანუელ პელეგრინიმ შესაძლოა ის შეიყვანოს "ატლეტიკოსთან" მატჩის განაცხადში, მაგრამ ეს მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტი არაა. ასევე კლუბმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
მას სურს დაბრუნება
საქმე იმაშია, რომ რონალდოს ძალიან სურს მინდორზე დაბრუნება. ის ამისთვის შვიდ საათს ატარებს სპორტდარბაზში და აუზში. 9:30, 14:00, 17:00 და 20:00 – ის ამ დროებში ვარჯიშობს, რათა სწრაფად ჩადგეს ფორმაში.
კრისტიანომ ტრავმა მიიღო 30 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩში "მარსელის" წინააღმდეგ. მაშინ მას დიაგნოზად დაუსვეს მარჯვენა მუხლის ტრავმა.
10 ოქტომბერს რონალდომ პორტუგალიის ნაკრებშიც ითამაშა უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ და სწორედ იმ მატჩში გაურთულდა მას ტრავმა.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 4 ნოემბერი 2009
- 1 869
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.