”მადრიდის რეალის” ზაფხულის გეგმები
ე.წ. ზაფხულის ჩემპიონატს ”მადრიდის რეალი” ა.შ.შ-ში ”იუვენტუსის”, ”მილანის ინტერის” და ”ლოს-ანჯელეს გალაქსის” წინააღმდეგ გამართავს.
”მადრიდის რეალი” მომდევნო სეზონისთვის კვლავ ა.შ.შ-ში მოემზადება და ივლისის თვეში საერთაშორისო ჩემპიონთა თასისთვის, რომელსაც ზაფხულის ჩემპიონატს უწოდებენ სხვა რვა მონაწილესთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
როგორც აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებმა სამშაბათს განაცხადეს, ”მადრიდის რეალთან” ერთად ამ ჩემპიონატში მონაწილეობას დათანხმდნენ ”იუვენტუსი”, ”მილანის ინტერი” და ”ლოს-ანჯელეს გალაქსი”.
შემდეგი ერთი თვის მანძილზე კი ცნობილი გახდება დანარჩენი მონაწილის ვინაობა და თამაშების ჩატარების ადგილი. ერთადერთი, რაც ამჟამად ცნობილია არის ის, რომ ფინალი მაიამში გაიმართება აგვისტოს დასაწყისში.
ფინალში მიღწევამდე გუნდები ორ ჯგუფში გადანაწილდებიან , რომლებიც აღმოსავლე და დასავლეთ ნაწილებად დაიყოფიან. ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდები კი მაიამიში ითამაშებენ ფინალს.
”მადრიდის რეალის” ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიო მიესალმება ”ზაფხულის ჩემპიონატის” გამართვის იდეას, ვინაიდან ეს ფეხბურთელებისთვის კარგი იქნება.
- 17 აპრილი 2013
- 2 723
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.