შაჰინი ”მადრიდის რეალზე”
ნური შაჰინმა ”მადრიდის რეალზე” ისაუბრა.
რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ ნახევარფინალში ”მადრიდის რეალი” იქნებოდა თქვენი მეტოქე?
მე სიმართლე გითხრათ, არც კი მიყურებია კენჭისყრისთვის, უბრალოდ ვუსმენდი. იმ დროს ჩემი შვილი ტიროდა და მე და ჩემი მეუღლე ვცდილობდით, როგორმე დაგვეძინებინა. კენჭისყრის წინ მოდუნებული ვიყავი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის გამორჩეული თამაში იქნება.
მიმდინარე წელს ერთმანეთს ჯგუფშიც შევხვდით, მაგრამ მაშინ თქვენ ”ლივეპრულში” გამოდიდიოდით. მოგვიანებით კი კვლავ შეუერთდით ყოფილ თანაგუნდელებს. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
”მადრიდის რეალში” მცირე ხნით ვიყავი და შევძელი ჩემი ბავშ[ობის ოცნების ასრულება. ეხლა უკვე ეს ორი გუნდი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან და აქედან ერთ-ერთი ფინალში ითამაშებს უემბლიზე. ასე, რომ შემიძლია გითხრათ, რომ მე სწორი ნაბიჯი გადავდგი, როცა გამოვიყენე შესაძლებლობა მეთამაშა ორივე გუნდში.
როცა ”მადრიდის რეალში” იყავით ტრავმა მუდამ თან გსდევდათ. ცუდად ხომ არ გახსენდებათ ეს დრო?
იქ რომ ჩავედი, ჩემგან ბევრ რამეს ელოდნენ, მაგრამ თავიდანვე ტრავმებმა გამაწამეს. როცა თამაშის საშუალება მქონდა, კარგ თამაშს არ ვაჩვენებდი, ხოლო გუნდი კი ჩემი ტრავმიანობის დროს ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.
ეხლა შედარებით უფრო წყნარად ხართ და ტრავმები ასე ხშირად არ გაწუხებთ..
ეხლა უკვე, როცა ვხედავ, თუ როგორ უმჯობესდება ჩემი თამაშის ხარისხი, მე უკვე დარწმუნებული, ვარ რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მე ყოველდღიურად მსოფლიოში საუკეთესო ხალხთან ერთად მიწევდა ვარჯიში, მათ შორის კრიშტიანო, ბენზემა, იგუაინი... ეს მართლაც დამეხმარა თამაშის ხარისხის გაზრდაში.
რას ელით ნახევარფინალისგან?
წინასწარ ვერ გეტყვით. ორი გუნდია, რომელსაც მიმზიდველი და შემტევი ფეხბურთი უყვარს.
ფიქრობთ , თუ არა, რომ თქვენ ბოლომდე ვერ დაგაფასათ მადრიდულმა ინჩადამ?
როცა კარგად თამაშობ, სწორედ მაშინ გაფასებს ხალხი. ეს იყო ჩემი პრობლემა, როცა ტრავმირებული ვიყავი.
”ბორუსიამ” უკვე იცის, თუ როგორ უნდა დაამარცხოს ”მადრიდის რეალი”
ეს მათ 2012 წლის ოქტომბრის თვეში გააკეთეს. ჩემთვის პირადად ძალზედ განსხვავებული ჯგუფურ ეტაპზე თამაში და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაში.
მოურინიოს უფრო მეტი გამოცდილება აქვს ამ ტურნირზე, ამის გამო, არიან თუ არა ისინი ფავორიტები?
”მადრიდის რეალმა” ათი წელი გაატარა მეათე ჩემპიონთა ლიგის თასზე საუბრით. ”ბერნაბეუზე” ჩატარებული ყველა მატჩის ბოლოს გულშემატკივრები მეათე თასზე სიმღერებს მღერიან. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათთვის ეს ტიტული, მაგრამ ამავდროულად ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს მათ, ჩვენ კი არანაირ ზეწოლას არ განვიცდით.
- 17 აპრილი 2013
- 2 116
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.