პირლო : „ფავორიტებად „რეალს“ და „ბაიერნს“ ვასახელებ“
ანდრეა პირლოს განცხადებით ჩემპიონთა ლიგის 2 მთავარი ფავორიტი მიუნხენიდ ბაიერნი და მადრიდის „რეალი“ არიან...
„მინდა გითხრათ, რომ მიუნხენის ბაიერნმა არნახული პროგრესი განიცხადა, ეს გუნდი ყოველთვის ითვლებოდა გიგანტთან, მაგრამ თუ ბოლო 2-3 წელიწადს არ ჩავთვლით, ყველა ანგარიშგასაწევ ძალასთან მარცხდებოდა, არ აქვს მნიშვნელობა ეს იყო ჩელსი, იუნაიტედი, მილანი თუ სხვა, მაგრამ ახლა ვხედავთ რომ რეკორდმაისტერს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, ისინი მართლაც საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ და ყველას გაკვირვებულს ტოვებენ.“
„დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას მადრიდის „რეალზე“. მოგეხსენებათ, ეს გუნდი წლების მანძილზე ვერ ახერხებდა ევრო სარბიელზე წარმატების მიღწევას და ძირითადად ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ემშვიდობებოდა ტურნირს, მაგრამ ეს უსიამოვნო ტრადიცია გამოსწორდა და „ბლანკოსი“ უკვე მერამდენე წელია 4 საუკეთესო გუნდს შორის გვევლინება. ჟოზე მოურინიოს გუნდს აქვს ისტორიული შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს და რიგით მეათე თასს დაეუფლოს.“
„რაც შეეხებათ კატალონიის ბარსელონას და დორტმუნდის ბორუსიას. ალბათ არავის სჯერა, რომ კლოპის გუნდი „ბლანკოსის“ დამარცხებას მოახერხებს, გასაგებია, რომ მათ მართლაც დიდი შედეგები აჩვენებს და მათგან არც არავინ ელოდა ლიგის ½ ფინალს, მაგრამ ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე, ფინალში გასვლა კი უდიდეს სირთულეებთან არის დაკავშირებული, მითუმეტეს მაშინ როდესაც მეტოქე მადრიდის „რეალი“ გახლავთ, რომელსაც ჩემპიონთა თასის მოგება წყურია. ბარსელონას შემთხვევაში სიტუაცია სხვანაირად არის, ვილიანოვას შეგირდების გამარჯვება არავის გაუკვირდება, მაგრამ ვთვლი, რომ შარშანდელთან შედარებით კატალონიელების თამაშის ხარისხი აშკარად დაეცა და სწორედ ამიტომ მიმაჩნია ფავორიტად ბუნდესლიგის ჩემპიონი.“
- 16 აპრილი 2013
- 2 175
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.