რეალი გარაის მეორე შანსს მისცემს
პორტუგალიური გამომცემლობა ”O Jogo” ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამეფო კლუბი გარაის დაბრუნებას გეგმავს. არგენტინელი მცველი ბენფიკაში 2 წლის წინ გადავიდა, რათა მადრიდში კოენტრაო გადმოსულიყო. მისი წყალობით თეთრებმა 5.5 ევრო დაზოგეს, კონტრაქტში კი ჩადეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც რეალი იტოვებდა ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებას მისი სატრანსფერო ღირებულების 50%-ის გადახდის შემთხვევაში.
გარაის ამჟამინდელი კონტრაქტის გამოსყიდვა ნებისმიერ კლუბს 20 მლნ ევრო დაუჯდება. სამეფო კლუბისათვის კი ეს ფასი განახევრდება და სულ რაღაც 10 მილიონად დაიბრუნებს მცველს. სამეფო კლუბის გარდა არგენტინელის სახელს უკავშირებენ მანჩესტერ იუნაიტედსაც, რომელსაც ძალიან მალე პრობლემები შეექმნება დაცვის ცენტრში. ვიდიჩი და ფერდინანდი უკვე ასაკში არიან და სავარაუდოდ მალე დაემშვიდობებიან ეშმაკებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზაფხულში რეალი წმენდას ჩაატარებს, რომელსაც ორი ცენტრალური მცველი კარვალიო და ალბიოლი შეეწირებიან. შესაბამისად თეთრები მხოლოდ რამოსის, პეპესა და ვარანის იმედზე დარჩებიან. ხანგრძლივი სეზონისათვის კი 3 ცენტრალური მცველი საკმარისი ნამდვილად არ არის, ამიტომ დიდი შანსია იმისა, რომ ეზეკილი კვლავ გადმობარგდეს ესპანეთის დედაქალაქში.
გარაი ბრწყინვალედ გამოიყურება, მან დაიმკვიდრა ადგილი ბენფიკას ძირითად შემადგენლობაში და ფაქტიურად უცვლელად თამაშობს. აგრეთვე მოიპოვა არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ალეხანდრო საბელას ნდობა და რეგულარულად ირგებს ეროვნული გუნდის მაისურსაც.
- 16 აპრილი 2013
- 1 781
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.