დიეგო ლოპეზი კასილასს შანსს არ აძლევს
დიეგო ლოპეზი განაგრძობს საიმედოდ თამაშს. იმ დღიდან, როდესაც ის "რეალს" შეუერთდა ის ძალიან საიმედო და დამაჯერებელია, რაც კასილასისს სკამზე დასმის საბაბი გახდა..
დიეგო ლოპეზმა მე-16 მატჩი ჩაატარა მისი "რეალში" გადმოსვლის დღიდან და როგორც უკვე მივეჩვიეთ ის აქაც ძალიან დამაჯერებელი იყო. დიეგო ლოპეზის ფონზე კი ისევ ვხედავდით სათადარიგოთა სკამზე განწესებულ კაპიტანს.
თუ რონალდო იყო საუკეთესო ფეხბურთელი წინ "რეალის" რიგებში მაშინ დიეგო ლოპეზი იყო საუკეთესო ფეხბურთელი უკან "რეალის" რიგებში. დიეგო ლოპეზმა ამ ვიქენდზეც შემოგვთავაზა რამდენიმე საინტერესო სეივი.
დიეგო ლოპეზი უკვა იქცა პირველი კლასის კარის დარაჯად, რაც ის "რეალმა" გაიფორმა. "ბილბაოსთან" მატჩში დიეგომ კიდევ რამდენი ისეთი სეივი განახორციელა საფეხბურთო წიგნაკში, რომ შეიტანდა კაცი და მაგალითებისთვის გამოიყენებდა.
პირველი სეივი, რომელიც ლოპეზმა განახორციელა ეს იყო იბაის დარტყმული, რომელიც საუცხოო მოძრაობით და რეაქციით მოიგერია მან. მეორე სეივი კი გახლდათ ანდრე ჰერერას დარტყმული, რომელიც მან ხელის თითებით მოიგერია. ეს გახლდათ მატჩის ორი საუკეთესო სეივი, რომელიც დიეგო ლოპეზმა განახორციელა.
1999 წლის შემდეგ პირველად მოხდა ისე, რომ იკერ კასილასი, რომელსაც დებიუტი ზუსტად "სან მამესზე" ჰქონდა ამ სტადიონს იკერი სათადარიგოთა სკამზე შეხვდა.
დიეგო ლოპეზის გადმოსვლის შემდეგ "მადრიდის რეალმა" 2-ჯერ წააგო, 3 ფრე ითამაშა და 11 გამარჯვება მოიპოვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჟოზე მოურინიო ჯერ-ჯერობით სულაც არ აპირებს დიეგო ლოპეზის სათადარიგოთა სკამზე დასმას.
- 16 აპრილი 2013
- 2 586
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.