მარადონა და ბუტრაგენიო

1987 წლის 30 სექტემბერი. El Pais-ზე ხორხე ვალდანოს სვეტი. ვალდანოს პირველი ნამუშევარი პრესაში. დაიწერა ევროპის ჩემპიონთა თასის 1/16 ფინალური შეხვედრის, რომელიც ”მადრიდის რეალსა” და ”ნაპოლს” შორის იმართებოდა, წინ. პირველი თამაში ”მადრიდის რეალმა” 2:0 ანგარიშით მოიგო (მიჩელი და ტენდილიო გატანილი გოლის ავტორები).

მარადონა და ბუტრაგენიო: ათასწლეულების ბიჭები

ისინი ერთ თაობას მიეკუთვნებიან, რომლებსაც ოკეანე ყოფთ. ისინი ასევე გაყო არასამართლიანმა სოციალურმა მდგომარეობამ, მაგრამ გააერთიანა ფეხბურთისადმი სიყვარულმა. მე მათ არ ვადარებ და არც ერთ დონეზე არ ვაყენებ, უბრალოდ ვაერთიანებ ფეხბურთის იდეალურ გაგებას და თამაშის ფანტასტიკურ მანერას.

ისინი ფლობენ იმას, რაზეც სხვები ოცნებობენ, შოულობენ მილიონობით დოლარს, ისინი - თავიანთი გუნდისა და ფეხბურთელების პატრონები - ცუდად ხდებიან, როცა არასაკმაირსად კარგად თამაშობენ. ბუტრაგენიო თავიდანვე ფლობდა უპირატესობას, მაგრამ ის არასდროს არ ცდილობდა მის გამოყენებას. ის ფეხბურთს სრულიად შემთხვევით მადრიდის ცენტრალურ უბანში მდებარე პრესტიჟჲლი კოლეჯის შუა ეზოში გაეცნო და მისმა ნიჭმა მაშინვე იპოვა მისი, მართლაც რომ მოუსვენარი ფეხებისთვის სივრცეების არ ქონის პრობლემის გადაწყვეტის გზა.

მას შემდეგ ბუტრაგენიოს არ ჭირდება სივრცეები, ის მას თავად ქმნის. აი, მიიღო ბურთი , გგონია რომ უკანაა, იხედები და ის უკვე წინ მიქრის. შუქი, რომელიც ახლავს ამ ყველაფერს, ნათლად გადმოცემს მის დიდებულებას და პაუზისა და აჩქარების მომენტების იდეალურად გრძნობის უნარს. თუ ის ხისტად მოთამაშე ფეხბურთელების გარემოცვაშია და ბურთს შორდება და ხელებს ჩამოუშვებს, გგონია რომ უკვე დაკარგული აქვს ბურთი, მაგრამ არ დაუჯეროთ: სინამდვილეში ეს ასე არ არის. ეს გამოუსწორებელი გველების მომთვინიერებელი თითქოს ჰიპნოზის სეანსს ატარებს და როცა მოწინააღმდეგეები მოდუნდებიან , ის მაშინვე აჩქარდება, რომ გამოჩნდეს მთელი და დაუშავებელი იმ ერთადერთ ადგილას, სადაც რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, არავინ არ არის. თუ გაუმართლებს, ეს მოძრაობა გოლით დასრულება, მაგრამ მას ის კი არ გაიტანს, არამედ ვინმე სხვა, ვინაიდან ბუტრაგენიო, როგორც ბოჩინი, არ დაიწყებს ამაზე ჩაციკვლას.

იმ რაიონში, სადაც მარადონა დაიბადა, მშობლები სამუშაოზე დილის 6 საათზე მიდიოდნენ, ხოლო სახლში კი საღამოს 10-ზე ბრუნდებოდნენ, ვინაიდან ცხოვრებისთვის საჭირო იყო დრო და შრომა. იმ რაიონში ფეხშიშველა დადიოდნენ. იქ ბურთში იმ სიმბოლოს ხედავენ, რომელიც რეალობის სირთულეებისგან გაშორებს და პირდება მათ, რომ მომავალში გაექცევიან ამ რეალობას.

გაოცების გამოწვევა

აქ დიეგო თავის ტექნიკას ხვეწდა (”გენიოსი ვერ იქნება გენიოსი ტექნიკის გარეშე” - ამბობდა პაბლო პიკასო) და ბავშვობიდან ის გაოცებას იწვევდა აკეთებდა ამას რა კარგად და ლამაზად, რაც არანაირ განმარტებას არ ექვემდებარება. მოედნის ნებისმიერი ნაწილი მას ერთნაირ და ბუნებრივ ადგილად ეჩვენება. მისი მარცხენა ფეხი, რომელმაც არ იცის დაღლა, ხვეწს დარტყმებს. როცა გეჩვენება, რომ ფეხი ჩერდება, ის იწყებს მოძრაობას და პირიქით. ის მოედანზე ისე მოშრაობს, რომ არ აქცევს ყურადღებას თანაფარდობის კანონს და მოძრაობს მსოფლიოში ისე, რომ სიხარულს მატებს ხალხს. სახიფათოა იყო მისი თანაგუნდელი, ვინაიდან მისი მაგია გაიძულებს შენ დაგავიწყდეს პირადი როლი და მოვალეობა და მაყურებლის როლში გადაყავხარ. ბუტრაგენიო და მარადონა მე ტანგოს მახსენებენ, ვინაიდან ეს ბიჭები, რომლებიც ხანდახან თამაშში კევს ღეჭევანე, ზოგჯერ კი მოედანზე ქარის სიჩქარით დაქრიან, ყოველთვის იყენებენ ოსტატობას, იმისთვის რომ ფეხბურთი თანმიმდევრობისგან გაანთავისუფლონ.

”მადრიდის რეალისა” და ”ნაპოლის” შეხვედრაში ვერცერთმა ვერ მოახერხა გაბრწყინება. ისინი თამაშის შემდეგ მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში შეხვდნენ და მორიდებით მიესალმნენ ერთმანეთს. არ აქვს მნიშვნელობა, რომ დიეგოს ცხოვრებამ აიძულა ყველაზე დაბალი საფეხურიდან წამოსულიყო და დაეკავა ბუტრეს გვერდით პოულ-პოზიცია. ორივე მათგანი ერთნაირად მოწყენილნი იყვნენ და ორივეს აწუხებდა სიცარიელე, რომელიც სიამაყეს ერწყმოდა. დღეს სან-პაოლოში ორი გენიის წინ ახალი შესაძლებლობები იშლება. შეიძლება მოხდეს ყველაფერ. თუ ბოლოში ისინი თუ იცინებენ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა ჩვენგანს გაგვეცინოს.

ხორხე ვალდანო, 1987 წელი.

მატჩი 1:1 დასრულდა. ”ნაპოლის” შემადგენლობიდან ფრანცინიმ გამოიჩინა თავი, ხოლო ”მადრიდის რეალიდან” კი ემილიო ბუტრაგენიომ. ასე და ამგვარად ბუტრას ”მადრიდმა” გადალახა მარადონას ”ნაპოლი” და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

  • shvela
  • 15 აპრილი 2013
  • 3 350
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)