ნეთსერი გერმანულ ფინალს არ გამორციხავს

"ამ წელს ”ბარსელონა” სუსტად გამოიყურება და არ აჩვენებს იმ თამაშს, რასაც წლების მანძილზე აჩვენებდა. ის უკვე არ არის ისეთივე მრისხანე და ავტორიტარული, როგორც წინა წლებში იყო”-აცხადებს გერმანული ფეხბურთის ლეგენდა.

”მადრიდის რეალისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული ნახევარმცველს სჯერა, რომ წელს გერმანული ფინალი ადვილი მოსალოდნელია. ის თავის ყოველკვირეულ სტატიაში წერს, რომ მიუხედავად ”მადრიდის რეალის” და ”ბარსელონას” სიძლიერისა, ”მიუნხენის ბაიერნს” და ”დორტმუნდის ბორუსიას” ყველანაირი შანსი აქვთ გადალახონ მათი წინააღმდეგობა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

”მიმდინარე სეზონში ”ბარსელონა” ბევრ სისუსტეებს ავლენს, ის ისევე არ თამაშობს, როგორც ბოლო წლებში. უკვე კარგა ხანია, მას იგივე ავტორიტეტი არ აქვს, რაც ბოლო წლებში”

ნეთსერი იხსენებს ”პსჟ”-სთან შეხვედრას, სადაც მესის შემოსვლამდე გუნდი ვერაფერს ვერ ახერხებდა და კარგად ვერ თამაშობდა. ის ამბობს, რომ მესის განეიტრალების შემტხვევაში , გუნდი ჩერდება. ”თუ ”ბაიერნმა” ეს მოახერხა, ჩათვალეთ, რომ მათ ცალი ფეხი ფინალში აქვთ.”

”მადრიდის რეალის” შემთხვევაში ნახევარმცველი იხსენებს თავისი ყოფილი გუნდის პროგრესს მას შემდეგ, რაც მათ ჯგუფურ ეტაპზე ”დორტმუნდის ბორუსიასთან” თამაში დათმეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას სჯერა, რომ გერმანელებს შეუძლიათ ”ბლანკოსების” წინააღმდეგობის დაძლევა ორი მატჩის ჯამში.

”სწრაფი და მობილური თამაშის წყალობით ”დორტმუნდს” შეუძლია სასურველი შედეგის დაფიქსირება. სწორედ ამიტომაც ვწინასწარმეტყველებ მე ”ბაიერნისა” და ”დორტმუნდის” ფინალს.”

  • shvela
  • 15 აპრილი 2013
  • 1 532
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)