ალონსო & იგუაინი მატჩის შემდეგ
"ატლეტიკთან" მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ჩაბი ალონსომ და გონსალო იგუაინმა (მესამე გოლის ავტორი) კომენტარები გააკეთეს.
ჩაბი ალონსო: "ბასკი ფეხბურთელები ინტენსიურად თამაშობდნენ.ისინი არ ერიდებობდნენ მოედნის ნებისმიერ წერტილში ბრძოლას, თუმცა მაეორე გოლის შემდეგ, მატჩზე კონტროლი მთლიანად გადავიბარეთ.ვფიქრობ, ისეთ შედეგს მივაღწიეთ, როგორიც გვინდოდა.აუცილებელი იყო მოგება, მეორე ადგილის შესანარჩუნებლად."
"ჩვენ ვართ გუნდი და კრიშტიანუ დიდებული მოთამაშეა.მან მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა.სასიხარულოა, რომ დიდი მატჩების წინ, გუნდი სათანადო ფორმაშია.ეს ძალიან დაგვეხმარება."
"სან მამესზე" თამაში, განსაკუთრებულია.ყოველთვის ემოციებით დამუხტული მივდივარ ამ სტადიონიდან."
გონსალო იგუაინი: "განვლილ მატჩში დაფიქსირებული შედეგი, შარშარნდელის გამეორება იყო.ბედნიერი ვარ, რამეთუ გავიმარჯვეთ და მოვახერხე გოლის გატანა.კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ "ატლეტიკი" კარგი გუნდი, პრობლემებსაც წავაწყდით."რეალმა" ნამდვილად იცის, "სან მამესზე" თამაში.გასულ სეზონში, სწორედ აქ მოვიპოვეთ ლა ლიგის ტიტული."
"სეზონის დასკვნით ფაზაში, კარგ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფებით.იმედია, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართება."
"ბორუსია" ძლიერი მეტოქეა.ისინი ბუნდე ლიგის ბოლო 2 გზის ჩემპიონები არიან, თუმცა ჩვენ ვართ მადრიდის "რეალი" და მოგებისთვის ყველაფერს გავიღებთ."
RealMadrid.Com
- 15 აპრილი 2013
- 1 404
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.