აიტორ კარანკას ინტერვიუ

აიტორ კარანკას ინტერვიუ


აიტორ კარანკა გაესაუბრა ჟურნალისტებს მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "რეალსა" და "ბილბაოს" შორის. აიტორ კარანკამ ისაუბრა იკერ კასილასზე და მის შანსებზე ძირითადში მოხვედრისა.

"ითამაშო "სან მამესზე" ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ბევრი ფეხბურთელისთვის და მითუმეტეს იკერ კასილასისთვის, რომელსაც დებიუტი სწორედ ამ სტადიონზე ჰქონდა. მაგრამ ეს მნიშვნელოვანია ასევე ჩემთვისაც, ასევე ხაბისთვისაც, რომელის "სოსიედადში" გამოდიოდა და ყველა ჩვენგანისთვის." განუცხადა კარანკამ ჟურნალისტებს.

"მე ვერ გეტყვით ითამაშებს თუ არა იკერი დღეს ამას მწვრთნელი წყვეტს და ამ ყველაფერს პირველი, რა თქმა უნდა, ფეხბურთელები გებულობენ." განაცხადა კარანკამ. მან ასევე ისაუბრა ჩემპიონთა ლიგაზე.

"ახლა უკვე ოთხი ძალიან დიდი და ძლიერი გუნდი დარჩა ტურნირში. "დორტმუნდი" არის გუნდი, რომელსაც ჩვენ წელს დამარცხება ვერ ვაგემეთ, ასე რომ ძალიან დიდი შრომა და მონდომება იქნება საჭირო მათ გამოსათიშად შეჯიბრიდან. ნახევარფინალები 10 დღის შემდეგ იქნება, ახლა კი ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზე ვფიქრობთ."

"გალათასარაისთან" მატჩებმა ჩვენ ძალიან ბევრი რამ დაგვანახა. დავინახეთ ის, რომ შეგვიძლია წყნარად და მშვიდად თამაში და მოგება, ასევე დავინახეთ, რომ ყურადღების მოდუნების შემთხვევაში შეიძლება მწარედ დავისაჯოთ. ჩვენმა მონდომებამ და შრომამ მოვიყვანა სწორედ აქ, 1/2 ფინალამდე. ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას რას ლაპარაკობენ ჩვენზე კულისებს გარეთ. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს და ვცდილობთ მოვიგოთ ყველაფერი, რაც კი შეიძლება." დაამთავრა აიტორ კარანკამ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)