ბოსკე: ”ვფიქრობ, ფინალში ესპანურ შეხვედრას ვიხილავთ”
”ფურია როხას” მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ მას ფინალში ესპანური შეხვედრა ანუ ”ელ კლასიკო” სურს..
”გათამაშების კენჭისყრა მშვენიერი გამოდგა, ბევრისთვის სასურველი შედეგით დასრულდა. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ”რეალი” და ”ბარსელონა” დაძლევენ ამ ბარიერს და ფინალში შემოგვთავაზებენ შესანიშნავ შეხვედრას. მათ რა თქმა უნდა რთული მეტოქეები ჰყავთ, თუმცა ამის ძალა ნამდვილად შესწევთ”.
”ორმაგად სასიხარულო და საამაყოა, რომ ჩვენ ქვეყანას ორი კლუბი წარმოადგენს ამ ეტაპზე, ეს არ არის ადვილი, ამის მიღწევა რთულია და თანაც საამაყო ყველა ესპანელისთვის. ეს ორი კლუბი საუკეთესოა მთელს ესპანეთში და არამარტო ესპანეთში, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მათი მეტოქეები გერმანიის საუკეთესო გუნდები არიან, მათთან თამაში კი ადვილი სულაც არ არის”, - დაასრულდა მან.
წყარო: Marca.com
- 13 აპრილი 2013
- 1 524
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.