ჯერარდი ისევ დამწუხრებულია ხაბი ალონსოს წასვლის გამო

"ლივერპულის" კაპიტანი სტივენ ჯერარდი ჯერ კიდევ დამწუხრებულია გუნდიდან აწ უკვე "რეალის" ფეხბურთელ ხაბი ალონსოს წასვლის გამო.

"მე მწუხარებისგან მკვდარი ვიყავი. დიახ, დიახ, მკვდარი, მაგრამ არაფერი შემეძლო. ხაბის უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ კარიერაში აპირებდა ახალი ცხოვრების დაწყებას და მან ამას მიაღწია კიდეც. თანაგუნდელებს და მწვრთნელებს არაფერი შეგვეძლო მისი გადაწყვეტილება შეგვეცვალა. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ მადლობა გადავუხადოთ გაწეული სამსახურისთვის და ბედნიერება ვუსურვოთ ახალ კლუბში" – აცხადებს ჯერარდი.

"ლივერპულმა" ალონსოს ტრანსფერის შედეგად მიიღო 30 მლნ. ევრო და შეიძინა "რომას" ყოფილი ფეხბურთელი ალბერტო აკვილანი, რომელსაც ტრავმები აწუხებს და ძირითად შემადგენლობას ვერ გაუშინაურდა.

"როცა გუნდს ტოვებს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, აცნობიერებ, რომ ის უნდა შეცვალოს მეორე საუკეთესომ. ამას გულშემატკივრებიც აცნობიერებენ. ჩვენ გვყავს სხვა ნახევარმცველებიც, რომელთაც შეუძლიათ კარგად შეასრულონ თავიანთი სამუშაო, მაგრამ გავა დრო და მივხვდებით ხაბი ალონსოს დანაკლისს გუნდში" – განაცხადა სტივენ ჯერარდმა.


ინფორმაციის წყარო: As.com

  • faqo
  • 4 ნოემბერი 2009
  • 3 245
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)