შესაძლოა, კასილასს ”სან მამესზე” კიდევ ერთხელ ჰქონდეს დაბრუნება
არსებობს შანსი, რომ იკერ კასილასი ”სან მამესზე” დაბრუნდეს, როგორც ეს უკვე მოხდა. 1999 წლის 14 სექტემბერს სწორედ ამ სტადიონზე ჰქონდა მას ასეთი შემთხვევა. 14 წლის შემდეგ იგივეს მოლოდინშია გულშემატკივარი..
ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია, რადგან დასტური არავის მიუცია ამ ფაქტზე. მეტიც, კარანკას განცხადებიდან გამომდინარე მას ვერ ვიხილავთ ”ატლეტიკთან”, თუმცა არავინ იცის რა მოხდება რალურად. ასეთი ფაქტი როგორც მოგახსენეთ დაფიქსირდა უკვე, იმედია, ასე მოხდება ახლაც, ”სან მამესზე” იკერის დაბრუნება შედგება.
კასილასი უკვე დაახლოებით 3 თვეა, რაც გუნდს ვერ უწევს დახმარებას. იგი დაშავდა იანვრის ბოლოს, კერძოდ 23 იანვარს. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ”კოპა დელ რეიზე” ”რეალი” ”ვალენსიას” ხვდებოდა. არბელოას მან შემთხვევით ფეხი მოარტყა ხელში, რის შემდეგაც იკერმა ვერ მოახერხა თამაშის გაგრძელება. თუმცა კლუბმა შეიძინა დიეგო ლოპესი, რომელმაც იმედები გაამართლა.
სამწუხაროა, რომ კაპიტნისთვის ეს არ არის საუკეთესო სეზონი. პრესაში ვარაუდობენ, რომ იკერსა და მოურინიოს შორის კონფქტიქტური სიტუაციაა და მათ ერთმანეთთან დიდი ჯახი ექნებათ. დიდი ხანია, უკვე ”ფურია როხას” კიპერი გამოჯანმრთელდა და შეუძლია თამაში, მოურინიო კი მას არ აძლევს თამაშის საშუალებას. საინტერესოა, დღეს რა მოხდება...
წყარო: Defensacentral.com
- 13 აპრილი 2013
- 1 676
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.