ადანი: ”ფინალურ ეტაპზე ”კლასიკოს” ვხედავ”
მილანის ”ინტერის” და ”ნაპოლის” ყოფილი მოთამაშე, დანიელე ადანი, ”ჩემპიონთა ლიგის” ფინალში ”ელ კლასიკოს” პროგნოზირებს..
იტალიელს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ნახევარფინალში ოთხი საუკეთესო გუნდიდან ყველა მათგანი ძალზედ ძლიერია, მაგრამ იგი მაინც ფქირობს, რომ ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან ”ბარსელონა” და ”რეალი”. მისი თქმით, ”სამეფო კლუბს” შეუძლია ფინალში გასვლა, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი მოურინიოა, რომელიც საუკეთესო მწვრთნელია.
”მე ვხედავ ფინალში ძალიან ლამაზს შეხვედრას, რომელსაც შეასრულებენ ესპანური გრანდები. მოურინიო საუკეთესო მწვრთნელია. უდავოა, რომ ნახევარფინალში გასული ოთხივე გუნდი შესანიშნავია, თუმცა აქ ისტორიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ”ბორუსიას” რაც შეეხება, საოცარი კლუბია, მაგრამ სამივე გუნდს ჩამორჩება ისტორიით და გამოცდილებით. თუმცა კლოპს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, კარგად შეთამაშებული ფეხბურთელებით, ყველა ვარიანტში კარგი თამაში იქნება”, - განუცხადა მან ”Tuttomercatoweb”-ს.
გარდა ამისა, ადანიმ განაცხადა, რომ ფინალისტების ვინაობა ერთ შეხვედრაში არ გაირკვევა და პირველი მატჩის მერე არ დაეკარგება მეორე შეხვედრას აზრი, ეს გუნდები საუკეთესონი არიან, რომლებიც ორმატჩიან დუელში გაარკვევენ ურთიერთობებს.
წყარო: Defensacentral.com
- 13 აპრილი 2013
- 1 426
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.